გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაბრუნდა

გააზიარეთ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. კაცთა შორის ორივე ნახევარფინალში მაგარი ბრძოლა იყო და ორივე ხუთსეტიანი გამოდგა.

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, ესპანელმა კარლოს ალკარასმა რეიტინგის მესამე ნომერი გერმანელ ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:7; 6:7; 7:5.

მატჩი ხუთ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ავსტრალიური სლემის ისტორიაში მესამე ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა აღმოჩნდა.

ყველა სეტში ბრძოლა იყო. ეს ანგარიშებიდანაც ჩანს. ზვერევი ახლოს იყო ფინალთან – მეხუთე სეტში ჯერ 5:3 დაწინაურდა, მერე მატჩზეც აწვიდა. სწორედ აქ ათამაშდა ის ალკარასი, ვისაც ავსტრალიის მოგება დაგეგმილი აქვს.

ექვსი დიდი სლემის მფლობელი ალკარასი პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. თუ მოიგებს, კარიერულ დიდ სლემს შეასრულებს.

ოთხი საათი და 26 წუთი გაგრძელდა მეორე ნახევარფინალი. ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგის მეორე ნომერი, იანიკ სინერი დაამარცხა – 3:6; 6:3; 4:6; 6:4; 6:4.

ორჯერ იგებდა სინერი სეტებში, მაგრამ ბოლო ნაწილი სერბმა ლეგენდამ უფრო კარგად ჩაატარა და 2023 წლის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაბრუნდა, რომელიც 10-ჯერ აქვს მოგებული.

ქალთა შორის აფინალში ბელარუსი არინა საბალენკა და ყაზახი ელენა რიბაკინა ითამაშებენ. აქ ნახევარფინალები მარტივი გამარჯვებებით დასრულდა.

საბალენკამ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში, 6:2; 6:3 დაამარცხა და ავსტრალიურ ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. მსგავსი შედეგისთვის ქალთა შორის არავის ჰქონია. საბალენკამ ავსტრალიის ღია პირველობა 2023 და 2024 წლებში მოიგო.

რიბაკინამ ამერიკელ ჯესიკა პეგულას ასევე ორ სეტში მოუგო – 6:3; 7:6. მეტნაკლები ბრძოლა მეორე სეტში იყო, სადაც რიბაკინა უკეთესი იყო. ელენა ავსტრალიური სლემის ფინალში მეორედ ითამაშებს – 2023 წელს სწორედ საბალენკასთან დამარცხდა.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი