გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ჯუღელი დაგვემუქრა – დი ლაურენტისი ალაპარაკდა

გააზიარეთ

გასულ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვა, თუმცა იქამდე ხვიჩასა და მამუკა ჯუღელს ნაპოლის ხელმძღვანელობასთან პრობლემები ჰქონდათ.

საქმე ისაა, რომ ნეაპოლელები ქართველი ფეხბურთელის გასხვისებას აფერხებდნენ, პარალელურად კი ვერც ახალ კონტრაქტზე ხდებოდა შეთანხმება.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ პირველად, ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიანო დი ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ღიად პირველად ისაუბრა:

“პირველი სეზონის შემდეგ ხვიჩასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ვცადეთ, რადგან ვიცოდი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავდით.

ევროპის ჩემპიონატის დროს გერმანიაში ჩავედი, ხვიჩასა და მამუკა ჯუღელს შევხვდი, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

შემდეგ მამუკა ჯუღელი უეფას რეგულაციით დაგვემუქრა, რომლის მიხედვითაც, სამი სეზონის შემდეგ თუ ფეხბურთელში გადახდილ სატრანსფერო თანხას და ხელფასს უკან დააბრუნებდა, მისი მიზერულ თანხად წაყვანა შეეძლო.

აქედან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, ხვიჩა ზამთარში გაგვეყიდა, რადგან ზაფხულში უფასოდ დაკარგვის საშიშროება დადგებოდა.

ანტონიო კონტეს შევპირდი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში შევინარჩუნებდი, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ვეცადეთ, რომ ის ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ – ეს ვერ შევძელით”, – განაცხადა დი ლაურენტისმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ლეგიონერები