გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ათკაციანმა დინამო ბათუმმა იბერიასთან ქულა მოიპოვა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში იბერიამ საკუთარ მოედანზე დინამო ბათუმს უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

ბათუმელები მძიმე მდგომარეობაში 37-ე წუთზე აღმოჩნდნენ, როდესაც ნიკა კალანდარიშვილმა წითელი ბარათი მიიღო და გუნდს ათი კაცით მოუწია თამაში. 50-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა კუპატაძეს თავით გაუტანა, მაგრამ გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. თამაშის ბოლოს იბერიას კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, ლაზარე კუპატაძემ ირაკლი სიხარულიძის დარტყმული მოიგერია.

22 ტურის შემდეგ იბერია 49 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო დინამო ბათუმი 34 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბათუმურ კლუბში ფინანსური პრობლემები იდგა, თუმცა მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი