გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ბათუმის დინამო ლიდერს მიუახლოვდა

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის პირველ მატჩში ბათუმის დინამომ ლიდერ რუსთავს დაძაბულ შეხვედრაში აჯობა და მიუახლოვდა.

რუსთავი-დინამო (ბთ) 0:1

თბილისი. პეტრო არენა

0:1 კირკიტაძე (48)

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა. რუსთაველთა მეკარე პაპუნა ბერუაშვილს თორნიკე კირკიტაძემ  დაასწრო, ბურთი თავით ააცალა და ცარიელ კარში გაიტანა.

არადა, რუსთაველებს რამდენიმე შანსი ჰქონდათ. პირველ ტაიმში სოლომონ კესიმ მცველი მოატყუა, ძლიერად დაარტყა და მცველმა მამუკა კობახიძემ გამოიტანა ბურთი კარიდან; შესვენების შემდეგ იაპონელმა იუტა ნაკანომ შორიდან ძელს მოარტყა ბურთი; ავთანდილ გუჯაბიძის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა კარისკენ და მეკარე ნოდარ ყალიჩავამ რთული სეივი შეასრულა; საბოლოოდ – 0:1.

რუსთავი ლიდერად დარჩა, თუმცა ბათუმელებმა მათთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირეს. ამასთან, ზღვისპირელებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს და ოთხივე გოლის გაუშვებლად.

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 24 12 6 6 30-20 42

2.დინამო (ბთ) 24 11 7 6 39-32 40

3.დინამო (თბ) 22 10 7 5 35-26 37

4.იბერია 21 10 4 7 30-24 34

5.სამგურალი 23 9 5 9 32-41 32

6.ტორპედო 23 8 7 8 36-27 31

7.დილა 22 9 3 10 27-24 30

8.გაგრა 23 6 9 8 23-30 27

9.სპაერი 23 5 8 10 30-35 23

10.მეშახტე 23 2 8 13 17-40 14

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი