გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბათუმის სტადიონის ახალი სახელი აუქციონზე გავიდა

გააზიარეთ

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელწოდების ხელახალი შერჩევის, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული, აუქციონის წლიური საწყისი ღირებულებაა 1 750 000 ლარი. სარგებლობაში გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადით. პრეტენდენტებმა წინადადებები მიმდინარე წლის  16 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს, რომელსაც UEFA-ს უმაღლესი, IV კატეგორიის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული, არაერთი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებისთვის უმასპინძლია.

2021 წლის 23 ივლისს, ელექტრონული აუქციონით შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სტადიონის კომერციულ სახელწოდებად „აჭარაბეთ არენა“ განისაზღვრა, 2026 წლის ივლისის ბოლოს იწურება. ახალი აუქციონის გამოცხადების გადაწყვეტილება,  აღნიშნული ვადების და პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები