გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბარსამ მოიგო, თოკო ათეულისკენ მიიწევს

გააზიარეთ

თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ევროლიგაში ბელგრადის პარტიზანს უმასპინძლა და 88:70 დაამარცხა.

ჩვენებურმა მე-300 მატჩი ითამაშა ამ ტურნირზე და საკუთარ მონაგარს 13 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შემატა. თოკოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტუნირზე უკვე 3 735 ქულა მოუგროვდა და 37 აკლია, რათა ყველა დროის 10 საუკეთესო მექულეს შორის მოხვდეს. ეს კი წელსვეა შესაძლებელი.

შენგელიამ პარტიზანს ხუთიდან სამი ორქულიანი, ორივე სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩაუგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიფიენტი 19-ს გაუტოლდა, რაც გუნდში მეორე მაჩვენებელი იყო. თოკო მხოლოდ ვილი ერნანგომესს (22) ჩამორჩა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერნანგომესის მოედანზე ყოფნისას ბარსამ მეტოქეზე ხუთი ქულით ნაკლები ჩააგდო, ხოლო თოკოს დროს 14 ქულით მეტი.

ბარსელონას 14 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. კატალონიელები მომდევნო მატჩს 16 იანვარს ითამაშებენ და მადრიდის რეალს ესტუმრებიან, რომელსაც ცოტა ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონატში ასევე სტუმრად აჯობეს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი