გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძემ და ორლანდომ მოგება გაიხსენეს

გააზიარეთ

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, გოგა ბითაძის ორლანდომ, როგორც იქნა, მოიგო. ქართველი ცენტრის გუნდში შარლოტ ჰორნეტსს ესტუმრა და 123:107 იმარჯვა.

ჩვენებურმა პარკეტზე 13:21 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო თითო სამქულიანი და საჯარიმო ზუსტად ისროლა. მისი მოედდანზე ყოფნის დროს კი გუნდმა მეტოქეზე შვიდი ქულით მეტი ჩააგდო.

ორლანდოს ორი მოგების წილ ოთხი მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ, სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი