გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძემ და ორლანდომ ფლეი ოფის შანსი დაიტოვეს

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა რეგულარული სეზონის მორიგი მატჩში საკუთარ მოედანზე კონფერენციის ლიდერ დეტროიტს 123:107 მოუგო და ფლეი ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ დაიტოვა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მაგრამ მოედანზე ძირითად ცენტრზე მეტი დრო გაატარა. გოგამ 24:10 წუთი თავი 9 ქულას, 4 მოხსნას, 3 დაფარებას, თითო პასსა და ჩაჭრას მოუყარა. ბითაძემ ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, რასაც ორიდან ერთი საჯარიმოც დაუმატა. ჩვენებურს პსივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ორლანდომ 12 ქულა წააგო.

ბითაძის ორლანდო 43 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. იდენტური მაჩვენებლები აქვთ სარლოტსა (მეშვიდე) და ფილადელფიას (მეცხრე). ეს სამეული ერთი მოგებით ჩამორჩება ფლეი ოფში გამსვლელ მეექვსე ადგილს, რომელზეც სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოა. ერთია, კანადელებს მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი