გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძემ ძირითადში მოიგო, მამუ სკამიდან დამარცხდა

გააზიარეთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა.

გოგა ბითაძის ორლანდომ ვაშინგტონს უმასპინძლა და 126:109 მოუგო. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 21:28 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზიდან რვაჯერ ისროლა და ზუსტი ხუთი აღმოჩნდა. გოგას პასივში ერთადერთი დაკარგვა იყო, მისი მოედანზე ყოფნისას კი, გუნდმა რვა ქულით მეტი ჩააგდო.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო კი, საკუთარ მოედანზე ნიუ იორკთან 95:111 დამარცხდა.

მამუ საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მწვრთნელისგან 16:22 წუთი მიიღო. ჩვენებურის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. თუმცა, სიზუსტემ დააღალატა: სანდრომ ხუთიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ააცილა და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. მისი მოედანზე ყოფნისას კი, ტორონტომ ორი ქულა წააგო.

ტორონტო 35 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი სტუმრად მინესოტასთან უწევს; რაც შეეხება ორლანდოს, 32 მოგება და 28 მარცხი მოუგროვდა, შემდეგ მატჩში კი, დალასს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი