გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის ორმაგით ორლანდომ შანსი დაიტოვა

გააზიარეთ

NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე სულ ცოტა რჩება და ფლეი ოფში გასვლის შანსი გოგა ბითაძის ორლანდომაც გაიჩინა. ფლორიდელებმა მინესოტა 132:120 დაამარცხეს და ამ საქმეში ჩვენებურმა დიდი წვლილი შეიტანა.

ბითაძემ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მაგრამ სოლიდური დრო მაინც მიიღო. გოგამ პარკეტზე 21:44 წუთი გაატარა და გუნდს ორმაგი დუბლით შეეშველა. 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება – ასეთია ქართველი ცენტრის მონაგარი.

ბითაძემ 11-დან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმოც ზუსტად გამოიყენა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, გუნდმა მეტოქეზე 20 ქულით მეტი ჩააგდო, რაც ორლანდოში მეორე მაჩვენებელი იყო.

ორლანდოს 44 მოგება და 36 მარცხი მოუგროვდა და კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. თუმცა,, ძალიან მიუახლოვდა კონკურენტებს: მეხუთე ადგილზე მყოფ ატალნტას ბალანსი 45-35 აქვს, ხოლო მეექვსეზე მყოფ სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოს – 44-35. ატლანტას და ორლანდოს 2-2 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი, ხოლო ტორონტოს – სამი.

იმედია, ფლეი ოფში ორივე ქართველს ვიხილავთ…

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი