გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გაგრა დარჩა, თელავი ფლეი აუტს ითამაშებს

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტური ორი მატჩით დაიწყო და უხვგოლიანიც გამოდგა.

​​​​​​​გაგრა-გარეჯი 4:1

გაგრამ ზედიზედ მეორედ მოიგო და ისევ ოთხი გოლი გაიტანა: წინა ტურში დინამო თბილისს 4:2 აჯობეს, ამჯერად გარეჯთან 4:1 გაიმარჯვეს.

პირველი გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა საბა ზოიძის პასის შემდეგ; მერე რატი არდაზიშვილის კარგი პასის შემდეგ დავით მუჯირმა ეფექტურად დაარტყა – 2:0.

არდაზიშვილმა მე-60 წუთზე მათე ცინცაძესაც გაატანინა. ეს გოლიც ძალიან ლამაზი გამოდგა; კარგი იყო მეოთხე გოლიც კარგი იყო – დავით გოცირიძე საჯარიმოში მცველს დაუსხლტა და ტექნიკურად შეასრულა.

გარეჯმა მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოახერხა – ლუკა თოლორდავამ ერთი საპასუხო ბურთის გატანა შეძლო.

ამ მოგებით გაგრამ გაინაღდა ეროვნულ ლიგაში თამაში. აი, გარეჯი კი მერვე ადგილზეა და ფლეი ოფის ზონაშია.

თელავი-დინამო (ბთ) 1:2

გამარჯვების მიუხედავად ბათუმელებმა ლიგაში ადგილი ჯერ ვერ გაინაღდეს, მაგრამ დიდი ნაბიჯი გადადგეს. აი, თელავს კი ნამდვილად ფლეი აუტში მოუწევს თამაში – ეს გადაწყვეტილი ამბავია.

ზღვისპირელებიდან პირველი გოლი ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა – თელაველთა მცველისგან მოგერიებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში; მეორე ტაიმში ლევან ხოზრევანიძის პასს დმიტრი მანდრიჩენკოს გოლი მოჰყვა – 0:2.

68-ე წუთზე თელავმა სხვაობა შეამცირა: შეცვლაზე შესულმა დავით კუტალიამ თავურით გაიტანა.

ბოლოს ბათუმელებმა პენალტი ვერ გაიტანეს, ლუკა წულუკიძის დარტყმული ბურთი მოიგერია ლევან თანდილაშვილმა. საბოლოოდ 1:2.

ბათუმელებს 13-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ და აი, ამჯერად მოახერხეს სამი ქულის აღება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი