გამოგვიწერეთ

ნაკრები

გიორგი მიქაუტაძე: მოგება ძალიან გვჭირდებოდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას ამხანაგურ მატჩში 2:0 აჯობა. თამაშის შემდეგ კომენტარი ორი გოლის გამტანმა, გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.

გიორგი მიქაუტაძე:

„მოგება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან ხანგრძლივი წარუმატებელი სერია გვქონდა. ზაფხულში კიდევ გვექნება ამხანაგური მატჩები, რაც ერთა ლიგის თამაშებისთვის უნდა გამოვიყენოთ. შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა, უფრო აქტიურად გვეთამაშა. ვფიქრობ, მეორე ტაიმმა კარგად ჩაიარა და მოვიგეთ.

გოლებით ხვიჩა კვარაცხელიას გადავასწარი? ჩვენ ამას არ ვუყურებთ, ორივეს მიზანია, რომ ნაკრებს ყველა მატჩში დავეხმაროთ.

მარტის სანაკრებო თამაშებს რაც შეეხება, ისრაელთან 2:2 კი დამთავრდა, მაგრამ 2:0-ს ვიგებდით და უნდა შეგვენარჩუნებინა. დღეს კი საქმე გამოვასწორეთ და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ“.

მიქაუტაძეს ნაკრებში 23 გოლი მოუგროვდა და მოქმედ ფეხბურთელს შორის ერთით უსწრებს კვარაცხელიას. რაც შეეხება ისტორიაში, აქ ყველაზე მეტი შოთა არველაძეს აქვს გატანილი – 26.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები