გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გოგას და ორლანდოს ზედიზედ მეექვსე მარცხი

გააზიარეთ

გოგა ბითაძის ორლანდომ ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო და ფლეი ოფში მოხვედრა სათუო გაიხადა. არადა, მანამდე სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო წინ იმყოფებოდნენ და მეხუთე ადგილი ეკავათ. ფლორიდული კლუბი დღეს დილით კლივლენდს ესტუმრა და 131:136 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი, საქმეში ისევ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ჩვენებურმა მოედანზე ამჯერად 13:35 წუთი გაატარა, რა დროში გუნდს 4 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეეშველა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ბითაძემ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში გუნდმა ოთხი ქულა დათმო. საერთოდაც, ორლანდოელთა შორის სულ ორი კალათბურთელი იყო, ვინც დადებით ბალანსზე გავიდა.

ორლანდო 38 მოგებითა და 34 მარცხით კონფერენციაში მეათე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩი კი, რეგულარული სეზონის აუტსაიდერ საკრამენტოსთან უწევს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი