
28 თებერვალს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. ეროვნული ლიგის გუნდებმა უკვე დაიწყეს მზადება ახალი სეზონისთვის.
თბილისის დინამომ ადგილობრივი შეკრება დაასრულა და ხვალიდან თურქეთში გადაინაცვლებს. სამეზობლოში დინამო ტუნისელი ახალწვეულით წავლენ:
22 წლის ბრაზილიელი ფლანგის მცველი ლეონარდუ სანტუში დინამოში ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და ჩვენს კლუბს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ლეონარდუ პორტუგალიური ეშტორილის 23 წლამდელთა გუნდში თამაშობდა. ეშტორილსა და დინამოს შორის ურთიერთობა ზაფხულში, ნოდარ ლომინაძის ტრანსფერის შემდეგ გაღრმავდა და მომავალშიც საინტერესო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ლეონარდუ დოშ სანტუშ ლოპეს და სილვა ბრაზილიური ფლამენგუს და კორინთიანსის აღზრდილია, ასევე თამაშობდა ატლეტიკუ მინეირუს ახალგაზრდულ გუნდში.
დინამოში პორტუგალიელი გარემარბი რუი მონტეირუ ითამაშებს. 22 წლის ფეხბურთელსა და ჩვენს კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. მონტეირუ პორტუს აღზრდილია და ამ გუნდის ყველა ასაკობრივში უთამაშია.
გიორგი ხარებაშვილი დინამოს რიგებს შეუერთდა. 29 წლის შემტევმა ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა.
გიორგიმ დინამოს ასაკობრივი გუნდების შემდეგ თელავის, რუსთავის, გარეჯის და გაგრას რიგებში იასპარეზა. დასრულებულ სეზონში ფლანგის შემტევი 7 გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი ფორვარდმა, იედ ჰაჯი ხალიფამ გააფორმა, შეუერთდა.
ხალიფა აქამდე მხოლოდ ადგილობრივ გუნდებში უთამაშია – ტატუინი, რადეზი, მონასტირი და ბენ ჟერდანი.
გუნდი რვა ფეხბურთელსაც დაემშვიდობა: დინამოში აღარ ირიცხებიან მოლდოველი სტეფან სიკაჩი; ბრაზილიელი ლეო ასუნსეუ და მისივე თანამემამულე ადრიან როდრიგესი; უკრაინელი ბოგდან პოტალოვი; სენეგალელი ონორე გომისი; ფორვარდები – გიორგი ლომთაძე და ვასილიოს გორდეზიანი; ასევე ნახევარმცველი ვაკო გვილია.
როგორც უკვე გითხარით, დინამომ ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი თბილისში გაატარა და სამი სამი ამხანაგური მატჩიც გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა რუსთავთან 1:2 წააგო; სართიჭალის შტურმს 2:0 აჯობა; ხოლო წყალტუბოს სამგურალს 1:1 ეთამაშა.
ანტალიაში დინამო 18 თებერვლამდე მოემზადება და ხუთი სპარინგიც აქვს ჩანიშნული: 7 თებერვალს დონეცკის შახტარს ეთამაშება; 10 თებერვალს მეტოქედ ლატვიური აუდა ეყოლება; 13 თებერვალს კიდევ ერთი უკრაინული გუნდი, ვერესი გაუწევს სპარინგს; 16 თებერვალს უზბეკუთ ნავბახორს მოსინჯავს ძალებს; შეკრებას კი 17 თებერვალს, ყაზახურ აქტაუსთან მატჩებით დაასრულებს.
გუნდი 19 თებერვლიდან თბილისში გააგრძელებს მზადებას, ხოლო ჩემპიონატის პირველ ტურში, 1 მარტს, ბათუმის დინამოს უმასპინძლებს.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 15 საათის agoახალგაზრდულმა შეკრება ცვლილებით დაიწყო
გააზიარეთსაქართველოს 21 წლამდე ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის შეგირდები 5 ივნისს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoვილი სანიოლი: წინსვლა და პროგრესი გვაქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩში რუმინეთს გაეჯიბრა და 1:1 ეთამაშა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoსაქართველო რუმინეთს ამხანაგურად დაუზავდა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩში რუმინეთს გაეჯიბრა და 1:1 ეთამაშა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი