გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ეროვნული ლიგის მე-16 ტური სენსაციურად დაიწყო

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტური დაიწყო და პირველივე ჯახი სენსაციური გამოდგა.

ტორპედო-გაგრა 1:2

0:1 სკრიპნიკი (2); 1:1 ანდრიჩი (15); 1:2 მუჯირი (21)

ცხრილში მეორეადგილოსანი ბოლოდან მეორეადგილოსანს შეხვდა. ტორპედოს ამ ტურამდე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და რომ მოეგო, მინიმუმ ერთი დღით ლიდერი გახდებოდა. თუმცა, ვერაფერს გახდა და გაგრამ იმარჯვა.

სწრაფი გოლი ვნახეთ. გაგრას უკრაინელმა ლეგიონერმა ილია სკრპიპნიკმა ქუთაისელთა მცველების შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა და ზუსტი დარტყმით გაიტანა; მე-15 წუთზე ტორპედომ კომნენ ანდრიჩის თავურით გაათანაბრა. სერბმა მოჰამედ შერიფის ჩაწოდებით გაიტანა. ანდრიჩი შვიდი გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს; ექვს წუთში კი გაგრა მეორედ და როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ დაწინაურდა: დავით მუჯირი მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში, მახვილი კუთხიდან დაარტყა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მერე კი მეკარე ფილიპ კლიაიჩს და კარში ისე შევარდა…

მომენტები ამის შემდეგაც შეიქმნა, მაგრამ გოლი აღარ გასულა. აღსანიშნავია დიეგო დეისაძის თავური, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა. გაგრამ მოიგო, თუმცა ჯერ ისევ მეცხრე ადგილზეა.

29 მაისს სამი მატჩი გაიმართება: დილა-სამგურალი; რუსთავი-სპაერი; იბერია-დინამო (ბთ); 30 მაისს მეშახტე თბილისის დინამოს უმასპინძლებს

სატურნირო ცხრილი:

1.იბერია 15 8 3 4 22-14 27

2.ტორპედო 16 7 5 4 27-14 26

3.რუსთავი 15 6 5 4 17-13 23

4.დინამო (თბ) 15 5 7 3 17-14 22

5.დინამო (ბთ) 15 5 6 4 21-23 21

6.სპაერი 15 5 5 5 22-19 20

7.დილა 15 6 2 7 11-12 20

8.სამგურალი 15 5 3 7 17-24 18

9.გაგრა 16 4 5 7 15-22 17

10.მეშახტე 15 1 7 7 10-24 10

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი