გამოგვიწერეთ

ნაკრები

ესპანეთს საქართველოში პედრი დააკლდება

გააზიარეთ

15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს. სტუმრები საქართველოს დედაქალაქს დიდი დანაკლისით ეწვევიან – ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა პედრიმ. როგორც ესპანური მედია წერს, პედრი მოედანზე გასვლას ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში ოთხი მატჩის შემდეგ 12 ქულა აქვს; მეორე ადგილზე თურქეთია, რომელსაც ცხრა ქულა აქვს; საქართველო სამი ქულით მესამეა; ბოლოზე უქულო ბულგარეთია.

15 ნოემბერსვე ერთმანეთს თურქეთი-ბულგარეთი ეთამაშება, ხოლო 18 ნოემბერს საქართველო ბულგარეთს ესტუმრება, ხოლო ესპანეთი თურქეთს დაუხვდება და ციკლიც დასრულდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები