გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ რუსთავი ელიტას დაუბრუნდა

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბი რუსთავი საქართველოს ეროვნულ ლიგას ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ეს ყველაფერი დღეს გაირკვა – ეროვნულ ლიგა 2-ს 34-ე ტურში.

რუსთაველებმა შინ დინამო 2-ს 3:0 მოუგეს. გოლები ნიკა ჯაფარიძემ, ჟან სოუზამ და ბილი ჯიბრილმა გაიტანეს და 68 ქულა დააგროვეს.

რუსთავის დაწევა და თეორიული შანსის დატოვება სპაერს შეეძლო, მაგრამ უკვე ელიტაში გადასულ გუნდს ისევ ქვემო ქართელები წაეხმარნენ. სიონმა შინ ასევე 3:0 მოუგო სპაერს, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს აღზევების შანსს, მაგრამ ფლეი ოფით.

ფლეი ოფის კიდევ ერთი საგზურისთვის კი ბრძოლაა: სამტრედიას და მეშახტეს 46-46 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში ერთმანეთს ხვდებიან.

შანსი აქვს მარტვილის მერანსაც, რომელიც 44 ქულით მეოთხეა. მინიმალური შანსები აქვთ იბერია 2-ს და სიონს – ამ გუნდებს 42-42 ქულა აქვთ. თუმცა, ამ სამეულს როგორც აღზევება, ისე დაწვეითებაც შეუძლიათ, რადგან ფლეი აუტის ზონაც იქვეა.

ლიგიდან უკვე გავარდა დინამო 2, ხოლო გასავარდნ ზონაში ასევე არიან გონიო და ლოკომოტივი.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი