გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი: მეორე ტაიმში კვარაცხელიას თამაში მომეწონა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიეტუვა 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

ვილი სანიოლი:

„ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვება ლოგიკური იყო. დღევანდელი შეხვედრის გათვალისწინებით, ისრაელთან 2:2-იც კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

ვფიქრობ, მარტში რამდენიმე კარგი რამ ვაჩვენეთ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია, თუ გვინდა, რომ შემოდგომაზე ერთა ლიგის მატჩები მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვის არის – რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები შეტევაში, დაცვაში და გუნდური თამაშის მხრივ.

მეორე ტაიმში ძალიან მომეწონა კვარაცხელიას თამაში. ის იყო ნამდვილი კაპიტანი და ლიდერი. ვფიქრობ, გუნდმაც ბევრი დადებითი მიიღო მისი ასეთი თამაშით. ძალიან პოზიტიურია, როდესაც კვარაცხელია, მიქაუტაძე და სხვა ფეხბურთელები, რომლებიც დიდ ევროპულ კლუბებში თამაშობენ, ლიდერობას საკუთარ თავზე იღებენ. ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი გარემოა და ფეხბურთელებს გუნდურად მუშაობის სურვილი აქვთ.

მარტში ჩატარებული ორი მატჩიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა. მაგრამ ვიცით, რომ თამაშის გარკვეული ასპექტები ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია“.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, 2 ივნისს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები