
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა. ისე მოხდა, რომ ქამრის მფლობელი ჩვენებური თიბისის ახალი ბრენდ-ამბასადორი გახდა.
ამფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სპორტსმენთან ერთად თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძეც იყო.
ილია თოფურია:
_ ერთხელ თქვით ფრაზა – თუ სხვას შეუძლია, მეც შევძლებ; თუ ვერავინ შეძლო, მე ვიქნები პირველი, რომელსაც გამოუვა…
_ კონკრეტული ახსნა არ მაქვს. ყოველთვის ეს მენტალიტეტი მქონდა. არ ვიცი, საიდან მოდის ეს რწმენა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მიზნის მისაღწევად. ადამიანს გეგმა შეიძლება გქონდეს, მაგრამ თუ ღმერთმა გეგმა დაგინგრია, ესე იგი ცუდი გეგმა იყო და არ გჭირდებოდა.
_ საკუთარ ღირებულებებზე რას გვეტყვით?
_ ყველაზე მთავარი მტკიცე ხასიათი მგონია. თუ რაიმე ისეთი გინდა, რაც არ გაქვს, უნდა გააკეთო ის, რაც არ გაგიკეთებია. მიზეზები ყოველთვის არსებობს, რის გამოც რაღაც არ გამოვა.
_ როგორ ახერხებთ გამოწვევების გადალახვას?
_ კარიერის დასაწყისში სულ ვაგებდი. ჩემი ძმა სულ იგებდა, მე – ვერა. თუმცა, მაგალითი ჩემი ძმა იყო და მეც მინდოდა, ჩემი გზა მეპოვა გამარჯვებამდე. ბოლოს გამომივიდა კიდეც.
_ ოთხ სამსახურში ერთდროულად მუშაობდით. რა გამოცდილება შეიძენეთ იქ?
_ ესპანეთში რომ გადავედი, ჩემი კარიერა უნდა დამესპონსორებინა. ვმუშაობდი ჩემს ძმასთან შეზლონგებზე, პლაჟზე, მერე მაღაზიაში დაცვად და მწვრთნელად, კლასებს ვატარებდით. UFC-ს ჩემპიონობას როდესაც ვახსენებდი, არავის სჯეროდა. თუმცა, თუ ის შენშია, ყველაფერს შეძლებ. შესაძლოა, საკუთარ თავში შეგეპაროს ეჭვი, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობა, სულიერება ყველაფერში დამეხმარა.
_ ბრძოლის ჩანაწერების ყურებას თუ აგრძელებთ?
_ ახლაც ვუყურებ, არ ვღალატობ ფორმულას. თავიდან მიჭირდა. სპარინგებს ვუყურებდი და ცუდად გამომდიოდა, მაგრამ თავს ვუსწორებდი რაღაცებს და ამით განვვითარდი.
_ ვის რჩევებს ითვალისწინებთ ყველაზე მეტად?
_ ჩემი ძმის, ალექსანდრეს რჩევებს. მასაც უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ მზადების პროცესშია და ეს ვერ მოხერხდა.
_ რას ფიქრობთ რინგზე გასვლისას?
_ მაგ დროს თავში ყველა უარყოფითი ფიქრი მოგდის. სულ გადარჩენაზე ფიქრობ. ახლა ამას მივეჩვიე.
_ მომდევნო ბრძოლაზე რას იტყვით?
_ ზუსტად ახლა მიდის მოლაპარაკებები და სიამოვნებით გეტყოდით, როდის და ვისთან, მაგრამ კონფიდენციალურია.
_ რას უპასუხებდი გიორგი მამარდაშვილის კითხვაზე, თუ როგორ ხარ ასეთი მაგარი.
_ არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან, საკუთარ თავზე რომ ვისაუბრო. თუმცა, მადლობა გიორგის ამ კითხვისთვის. მაგარი ბიჭია და დიდი მაგალითია ბევრისთვის.
_ შესაძლოა ბრძოლა კრივშიც სცადოთ და კროუფორდთან იჩხუბოთ?
_ კი, ძალიან რეალურია. კრივში გამოსვლა ყოველთვის მინდოდა და დარწმუნებული ვარ, მოხდება – უბრალოდ, ჯერ არ ვიცით, როდის.
_ იჩხუბებთ ისლამ მახაჩევთან, თუ ჯეკ დელა მადალენასთან მაინც დამარცხდება?
_ ისლამი თუ დამარცხდა, დაბრუნდეს დაღესტანში და ცხვარი მწყემსოს.
_ არის შესაძლებელი მერაბ დვალიშვილი ზედა წონაში ავიდეს და ვოლკანოვსკისთან იბრძოლოს?
_ მერაბს პირადად ერთხელ უკვე ვუთხარი, რომ წონა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ 100 %-იანი შანსი აქვს, მეორე ქამარი მოიპოვოს. ეს მერაბსაც ვუთხარი. ვოლკანოვსკისთან ბრძოლა აუცილებლად მერაბის გამარჯვებით დასრულდება.
_ სამი მეტოქე, რომლებსაც გათიშულს შეხედავდით?
_ პედი, ისლამი და მესამე… ნებისმიერი.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 51 წუთი agoზედიზედ მესამედ – ბუდუმ ბუნდესლიგაში გაიტანა
გააზიარეთბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ჰაიდენჰაიმს იმედი შეუნარჩუნა. ჰაიდენჰაიმმა 31-ე ტურში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სხვა...
/ 21 საათის agoხუთი მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე
გააზიარეთევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხუთი წევრი მედლის შანსს ინარჩუნებს. თუმცა, შესაძლოა,...
ავტორი ლუხუმ მუშკუდიანი -
კალათბურთი
/ 21 საათის agoსუპერლიგის ფლეი ოფი მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს
გააზიარეთსაქართველოს სუპერლიგაში ფლეი ოფი დაიწო და მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩებში მხოლოდ მასპინძლებმა მოიგეს. რეგულარული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი