გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ითამაშებს თუ არა მამარდა ინგლისის თასზე?

გააზიარეთ

ლივერპული ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში კრისტალ პალასს დაუპირისპირდება, თუმცა ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი მინდორზე არ გამოვა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, რადგან ალისონი ტრავმირებულია და პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ძირითადი მეკარის როლს მამარდაშვილი ასრულებს, თასზე თამაშის შესაძლებლობა ფრედი ვუდმანს მიეცემა. ახალგაზრდა გოლკიპერი ზაფხულში შეუერთდა მერსისაიდულ კლუბს და ეს მისთვის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება ახალი გუნდის მაისურით.

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა ლივერპულის რიგებში ამ დრომდე ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – სამი პრემიერ ლიგაში, ორი ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი ინგლისის ლიგის თასზე.

ლივერპულისა და კრისტალ პალასის დაპირისპირება 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები