გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

კახეთი ელიტას დებიუტანტების ხარჯზე დაემშვიდობა

გააზიარეთ

2026 წელს ეროვნული ლიგა ორი დებიუტანტით შეხვდება. პლუს, ელიტაში აღარ იქნებიან კახური გუნდები. ეს ყველაფერი დღეს გადაწყდა – ფლეი აუტის საპასუხო მატჩებში.

თელავს ტყიბულში 1:1 ჰქონდა ნათამაშები და თითქოს პრობლემა არ უნდა შექმნოდა, მით უფრო, რომ მე-19 წუთზე ინიგო მარტინის გატანილი პენალტით დაწინაურდა და ტაიმიც ასე მორჩა.

მეორე ტაიმში მეშახტემ ემანუელ ფობის გოლით გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებითი დროში თელავი კაცნაკლული დარჩა, მაგრამ მოახერხა და პენალტების სერიამდე მივიდა. იქ კი უკეთესები ტყიბულელები იყვნენ და მეშახტე უმაღლეს ლიგაში პირველად აღზევდა.

ეროვნული ლიგის კიდევ ერთო დებიუტანტი სპაერი იქნება. დედაქალაქურ გუნდს საგარეჯოს გარეჯთან პირველი მატჩი სტუმრად 2:0 ჰქონდა მოგებული. მართალია, საპასუხო მატჩში 1:2 წააგო, მაგრამ ელიტაში აღსაზევებლად ეყო.

28-ე წუთზე სპაერი ზაქარია ბასილაშვილის დააწინაურა, ხოლო საგარეჯოელმა ლევან პაპავამ მეორე ტაიმში ორი პენალტი გაიტანა და თამაში დაძბა, მაგრამ სულ ეს იყო – გარეჯმა მეტი ვეღარ მოახერხა და უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

შესაბამისად ცნობილია ვინ ითამაშებს მომავალ სეზონს ეროვნულ ლიგაში: იბერია, გორის დილა, ქუთაისის ტორპედო, დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, სამგურალი, გაგრა, რუსთავი, მეშახტე და სპაერი.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი