გამოგვიწერეთ

ნაკრები

კესადა: საქართველო დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია

გააზიარეთ

2027 წელს ავსტრალიაში გასამართი მსოფლიო თასის წილიყრის შემდეგ იტალიელმა ჟურნალისტებმა კომენტარი ჩვენი ნაკრების მეტოქის, იტალიის მთავარ მწვრთნელს, გონსალო კესადას სთხოვეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ აპენინელები წილისყრით შედეგებით არცთუ კმაყოფილნი არიან.

შეგახსენებთ, ჯგუფში ერთად სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო და რუმინეთი მოხვდა.

„წილისყრაზე კარგი რა უნდა ვთქვა? მეტოქეებად პირველი კალათიდანაც საუკეთესო გუნდი გვერგო და მესამედანაც. სამხრეთ აფრიკაზე და საქართველოზე რთული ვარიანტები არც იყო. საქართველო-იაპონიას თამაში რამდენიმე მორაგბესთან ერთად გენუაში ვნახე. მაშინ ნახევრად ხუმრობით ვთქვი – საქართველომ რეიტინგის საუკეთესო თორმეტეული დატოვა, მაგრამ აგერ ნახეთ, ჯგუფში ჩვენთან მოხვდება. ასეც მოხდა.

ძალიან რთული ჯგუფური ეტაპი გველის. სამივე მატჩში ბრძოლა იქნება. სამხრეთ აფრიკაზე სათქმელი არაფერია. საქართველოსთან და რუმინეთთან ხანგრძლივი ისტორია გაგვაჩნია. შეგუებულები ვართ, რომ იოლი გასეირნება არავისთან გვექნება. ცხადია, ყველაზე ნაკლები შანსები სამხრეთ აფრიკასთან, მაგრამ წაგებისთვის განწირულები არ გავალთ. ჩვენი დამარცხება მარტივი არავისთვის არაა.

გადამწყვეტი მატჩი საქართველოსთან იქნება. ბოლო წლებში ისინი სულ მცირედით ჩამოგვრჩებოდნენ. სიტუაციას თვალი უნდა გავუსწოროთ – საქართველო სარაგბო სამყაროში სოლიდური ძალაა. თუ ზეწოლას ვერ გავუძელით და სრული კონცენტრაციით არ ვითამაშეთ, საქმეს გავაფუჭებთ. მკაფიოდ ვაცხადებ, უნდა მოვემზადოთ იმ მეტოქესთან სათამაშოდ, რომელიც დაახლოებით ჩვენი დონის არის. ქართველები ეცდებიან თამაში შეგვინელონ და ჩვენი ძლიერი მხარეების წარმოჩენის საშუალება არ მოგვცენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე კალენდარს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ცხადია, ვიცი, როგორია იდეალური გრაფიკი იტალიის ნაკრებისთვის, მაგრამ არ გეტყვით, რადგანაც ამ შემთხვევაში, ყველაფერი საპირისპიროდ დაჯდება“, – ხუმრობით დაასრულა საუბარი კესადამ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები