გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარადონას საშობაო საჩუქარი თუ საბოლოო გამოღვიძება

გააზიარეთ

პარი სენ-ჟერმენმა ლიგა 1-ის მე-15 ტურში რენი 5:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელია კი დუბლით გამოირჩა და სეზონში საუკეთესო მატჩი ითამაშა.

კვარაცხელიას თამაშზე ფრანგულმა პრესამ ბევრი დაწერა. თუმცა, ჩვენ ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის შეფასება გამოვარჩიეთ.

„პარკ დე პრენსის ტრიბუნაზე ეთან მბაპე იმყოფებოდა, რომელმაც პსჟ-ს ის 7 ნომერი იხილა, ვინაც მთელი სტადიონი ფეხზე წამოაყენა. პსჟ-ს ყოფილი ახალგაზრდა ფეხბურთელი პარიზში ბავშვობის კლუბის მხარდასაჭერად იმყოფებოდა. თუმცა, მინდორზე არა უფროსი ძმა, არამედ სხვა შვიდიანი იხილა წარმოუთქმელი გვარით, ვინაც კილიანის მაისური გასული წლის იანვარში მემკვიდრეობით მიიღო.

კვარაცხელიამ 17 მაისს პსჟ-ოსერის (3:1) მატჩის შემდეგ პარიზული მაისურით მეორე დუბლი შეასრულა და ლიგა 1-ში პსჟ-ს მეათე გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა. გასული ზამთრიდან მოყოლებული კვარაცხელია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს, ყოველთვის პარიზულ გუნდში თამაშობდა, რადგან მისი ადაპტაცია ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისიდან ორი განსხვავებული მხარე აჩვენა.

ერთი მხარე საკმაოდ კარგი იყო ევროპულ ასპარეზზე, სადაც ოთხ მატჩში ორი გოლითა და ორი საგოლე პასით გამოირჩა და თითქმის ყველა თამაშში გადამწყვეტი იყო; მეორე მხარე ლიგა 1-ია, სადაც არასტაბილური იყო.

როდესაც მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკეს ამის თაობაზე ჰკითხეს, მწვრთნელმა განაცხადა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს და კვარას თამაშით კმაყოფილია. ისიც დასძინა, რომ სეზონის განმავლობაში აღმასვლას და ჩავარდნას ყველა ფეხბურთელი განიცდის.

ქართველმა ფეხბურთელმა, უდავოდ, სეზონის პირველ ნახევარში საუკეთესო თამაში აჩვენა და ისე ბრწყინავდა, როგორიც ევროტურნირის პირველ მატჩში ატალანტას წინააღმდეგ.

რენთან შესანიშნავი დრიბლინგით გატანილმა გოლმა კიდევ უფრო გაათავისუფლა მოთამაშე, რომელიც ისედაც პსჟ-ს ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო. კარგი ამბავი პსჟ-სთვის და კოშმარი რენისთვის, რომელიც უძლური იყო ქართველი ფეხბურთელის დინამიკის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც მისი პასებით მაიულუმ და დემბელემ ვერ გაიტანეს, თავად გადაწყვიტა მატჩის ბედი. ეს კარიერაში მე-10 დუბლი იყო, მართლაც საშობაო საჩუქარი, იმ პირობით, რომ ეს „კვარადონას“ საბოლოო გამოღვიძება იქნება, – წერს Le Parisien.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში სამი გოლი გაიტანა და სამჯერ საგოლე პასი მიითვალა. პსჟ 33 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე ბილბაოსთან გამართავს, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში 13 დეკემბერს, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილს მეცს სტუმრად ეთამაშება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები