გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კიტეიშვილის გოლმა შტურმს ვერ უშველა

გააზიარეთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმმა ლინცს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

არადა, ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა – მეშვიდე წუთზე იონ სტანკოვიჩის ჩაწოდებულს თავი შეაგება და მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა.

თუმცა, შტურმმა პირველივე ტაიმში ორწუთიან ინტერვალში ორი გაუშვა, რასაც ლინცერელებმა მეორე ტაიმში მესამეც მიყოლეს და შტურმს ცხრილში გადაასწრეს.

ავსტრიულ ბუნდესლიგაში ეს კიტეიშვილისთვის მეშვიდე გოლია (2 პასიც აქვს). შტურმს კი 22 ქულა შერჩა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები