გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კორსანტიას ორმაგი და სანაძის 12 ქულა

გააზიარეთ

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში, საქართველოს ნაკრების სამმა კალათბურთელმა ითამაშა.

გიორგი კორსანტიას გიპუზკოამ სან სებასტიანში მელილიას უმასპინძლა და 84:62 დაამარცხა. ქართველი მძიმე ფორვარდი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. კორსანტიამ 27:28 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა – 14 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი.

ზედიზედ მესამე მატჩია ჩვენებური 10 და მეტ ქულას აგდებს, აი, ორმაგი დუბლი კი პირველად გაახერხა.

გიპუზკოას ხუთი მოგების წილ ექვსი მარცხი აქვს და მერვე ადგილზეა. ბასკები მომდევნო ტურში ოურენსეს ესტუმრებიან.

დუდა სანაძის მალიორკა ბურგოსში ტისონასთან განადგურდა – 59:95. დუდამ 22:50 წუთში 12 ქულა და თითო მოხსნა და ჩაჭრა მიითვალა. ბალეარული კლუბი 2-9 ბალანსით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ობრადოიროს უმასპინძლებს.

თად მაკფადენის მენორკამ შინ ესტუდიანტესთან წააგო – 86:96. მაკფადენმა 29:58 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მენორკა 4-7 ბალანსით მე-13 ადგილზეა, შემდეგ ტურში კი მელილიას ესტუმრება.

ჰეტგვით რომ, ლიგა ენდესაში პირდაპირ ერთი გუნდი ადის, რვა კი ფლეი ოფს კიდევ ერთი საგზურისთვის იბრძოლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი