გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლოჩოშვილი: მეორე ბუნდელიგაში ჩვენზე უკეთესი არავინაა

გააზიარეთ

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-13 ტურში ნიურნბერგმა ბილეფელდის არმინიას 2:0. მიროსლავ კლოზეს გუნდი 18 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა და გადამსვლელ სამეულთან რვა ქულა აშორებს,

არმინიასთან გამარჯვების შემდეგ ლოჩოშვილმა, რომელიც გავლენიანმა გამოცემა Kicker-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ქულებს ვაგროვებთ, რიტმს სულ უფრო და უფრო ვპოულობთ. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, ლიგაში ჩვენზე უკეთესი არავინაა! ეს დაძაბული ლიგაა, მაგრამ ვერ ვხედავ გუნდს, რომელიც ჩვენზე ძლიერია. ყველაფერი მომენტებზეა დამოკიდებული. გუნდებს აქვთ კარგი და ცუდი მომენტები, მაგალითად, არმინიამ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა ჩვენ მათზე წინ ვართ. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიტყვი: არ მგონია, რომ რომელიმე გუნდი ჩვენზე უკეთესი იყოს…

ვიცი, რომ კარგი სტატისტიკა მაქვს, მაგრამ ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ აქამდე არცერთ მეტოქესთან არანაირი პრობლემა არ მქონია…

თუ თამაშებს მოიგებ, მაშინ ნამდვილად შეგიძლია აღზევებისთვის ბრძოლაში იყო. ზამთრის შესვენებამდე გადამწყვეტი კვირებია. მეტი ქულა გვჭირდება. შემდეგ კი ვნახოთ, სად ვიქნებით და კიდევ რა იქნება შესაძლებელი“, – თქვა ლოჩოშვილმა.

ნიურნბერგი მომდევნო ტურში ბოლოადგილოსან მაგდებურგს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები