გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუმ ჯაზმენებთან დაუკრა, გოგა ინდიანასთან დამარცხდა

გააზიარეთ

ტორონტო იუტას ესტუმრა და 143:127 დაამარცხა. გამარჯვება იმდენად მარტივად მოვიდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მამუკელაშვილის დახმარება ბოლოს აღარ დასჭირვებია.

მამუკელაშვილმა “ჯაზმენებთან” 32:13 წუთი ითამაშა, რა დროშიც გუნდს 23 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასით, 5 ჩაჭრითა და 1 დაფარებით შეეწია. ჩვენებურმა რვიდან ექვსი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ეს ყველაფერი ისე გაახერხა, რომ ბურთიც არ დაუკარგავს, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, კანადელებმა მეტოქეზე 23 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც გუნდში მესამე მაჩვენებელი იყო, ისევე როგორც მოპოვებული ქულები.

ამ გამარჯვებით ტორონტო კონფერენციაში მეხეთე ადგილზეა. კანადელები მომდევნო მატჩს ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ორლანდომ ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. ფლორიდელები ამჯერად ინდიანასთან დამარცხდნენ – 126:128.

გოგა ბითაძე საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19:54 წუთი გამოჩნდა. ჩვენებურმა 6 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ორლანდომ ოთხი ქულით მეტი ჩააგდო.

ფლორიდელები კონფერენციაში მერვე ადგილზე რჩებიან, მომდევნო მატჩში კი, კლივლენდს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი