გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუს 24 ქულა ტორონტოს არ ეყო, გოგას ორლანდომ მოიგო

გააზიარეთ

NBA-ს რეგურალური სეზონის მორიგი სათამაშო დღე იყო და საქმეში ორივე ჩვენებური ვნახეთ. სანდრო მამუკელაშვილს სუპერ-მატჩი ჰქონდა, მაგრამ გუნდს ვერ უშველა, გოგა ბითაძემ კი მოკრძალებულად ითამაშა და ორლანდომ გამარჯვება იზეიმა.

მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა საკუთარ მოედანზე ბოსტონ სელტიქსთან 96:112 წააგო. ჯეიკობ პოელტლის არყოფნაში ჩვენებური ისევ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პარკეტზე 29:47 წუთი დაჰყო, რა დროშიც 24 ქულა, 5 მოხსნა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა. მამუმ ოთხიდან სამი ორქულიანი და ცხრიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, ტორონტომ მეტოქეზე ექვსით ნაკლები ქულა ჩააგდო.

ტორონტო 17 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, ბრუკლინ ნეტსთან ითამაშებს.

დრამატული, ოვერტაიმიანი ჯახში ბითაძის ორლანდომ სტუმრად იუტა ჯაზსს აჯობა – 128:127. გოგა სათადარიგო იყო და მხოლოდ 15:33 წუთი ერგო. ამ დროში კი, 5 ქულა, 4 მოხსნა, 2-2 პასი და დაფარება და ერთიც ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა. მისი მოედანზე ყოფნისას კი, გუდმა ორი ქულით მეტი ჩააგდო.

ორლანდოს 16 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდა და კონფერენციაში ტორონტოს შემდეგ, მეექვსე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, გოლდენ სტეიტ ვორიორზთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი