
სპორტის სასახლეში გამართულმა რკენა 1-ის ღონისძიებამ საქართველოში ახალი სტანდარტი დააფუძნა. ის, რაც აქამდე მხოლოდ ეკრანიდან გვენახა, დედაქალაქის ცენტრში ღიად ვიხილეთ.
MMA-ის პირველმა მასშტაბურმა ივენთმა, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა, სრული აღფრთოვანება გამოიწვია. უმაღლეს დონეზე ორგანიზებულ ღონისძიებას 7 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო და გულშემატკივარს იმედები არც მებრძოლებმა გაუცრუეს.
რკენა 1-ზე სულ ცხრა ბრძოლა გაიმართა და შვიდ მათგანში ქომაგმა ნოკაუტი იხილა. ასევე ცხრა ქართველი მებრძოლიდან გამარჯვება შვიდმა მოიპოვა. მათ შორის დღის მთავარ ბრძოლაში, რომელშიც საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პოლონელი პატრიკ კონტნი მეორე რაუნდის დასაწყისში დაამარცხა.
დღე გოგონების ორთაბრძოლით გაიხსნა: 17 წლის ნინი ცქვიტარიამ და ესპანელმა ელზა სერესომ სრული ბრძოლა ჩაატარეს და მსაჯებმა ქულებით გამარჯვება სტუმარს მიანიჭეს;
მერე ოქტაგონზე ზურაბ ივანიაძე ავიდა, ვინაც სადებიუტო ბრძოლაში ბრაზილიელი რამონ დრუმი წუთსა და 51 წამში დაამარცხა. ქართველმა მეტოქეს ფეხით სხეულში მტკივნეული დარტყმა მიაყენა და ბრაზილიელმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო;
საბა სოზაშვილისა და პოლონელი მარჩინ ზაიაცის ორთაბრძოლა მეორე რაუნდში დასრულდა. პირველ რაუნდში სტუმარი სიტუაციას აკონტროლებდა, მაგრამ საბამ თავის დაძვრენა ურთულესი პოზიციიდან შეძლო, მეორე რაუნდში კი, მეტოქეს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა და გაიმარჯვა;
ჯანსუღ გოგიასა და უზბეკი ჯალოლიდინი იულდაშევის ბრძოლა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. უზბეკმა გოგიას დარტყმებს მთელი სამი რაუნდი გაუძლო, მაგრამ ბრძოლამ ქართველის დომინირებით ჩაიარა და მსაჯებმა ერთსულოვანი გამარჯვება მიანიჭეს;
ჯუბა ბერიძისა და უკრაინელი იაროსლავ ჩოკობოკის ორთაბრძოლა ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. უკრაინელმა ფეხში შესვლის მცდელობისას ბერიძეს მუხლი დაახვედრა და ჩვენებური ნოკაუტში 12 წამში ჩააგდო;
გიორგი ფოლადიშვილმა ყაზახ ერასილ ტანირბერგენოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა, თავად კი ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. აზიელმა აქტიურად შეუტია და გიორგის პარტერში გადაყვანა სცადა, მაგრამ ქართველი მომხვდურს ფოლადივით დაუხვდა, მერე მომენტი დაიჭირა მეტოქეს ისეთი დარტყმები მიაყენა, მსაჯმა ბრძოლა წუთსა და 41-ე წამზე შეწყვიტა.
ნიკოლოზ აბრამიშვილმა ფინელ ჰენრი ლინტულას პირველ რაუნდში ძლიერი დარტყმები მიაყენა, რამდენიმე ლამაზი გდება შეასრულა და მსაჯმა ორთაბრძოლა ოთხ წუთსა და 36 წამში შეაჩერა;
ქართელ მებრძოლთაგან ყველაზე სწრაფი გამარჯვება დავით ლორთქიფანიძემ მოიპოვა – ბრაზილიელი ლეანდრო ბარბოსას დასამარცხებლად მხოლოდ 25 წამი დაჭირდა. ჯერჯერობით დაუმარცხებელი ლორთქიფანიძისთვის, ეს მერვე გამარჯვებაა.
დღის ბოლო ბრძოლაში მერაბ შარიქაძემ პატრიკ კონტნი ძლიერი დარტყმებით თავიდანვე გააბრუა. კონტნიმ მხოლოდ ერთ ეპიზოდში გაიბრძოლა და მერაბისთვის მტკივნეული ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ კაპიტანმა თავი დაიძვრინა და დაღლის მიუხედავად მეტოქის ცემა გააგრძელა. ბრძოლა მეორე რაუნდში მხოლოდ 34 წამი გაგრძელდა და ქართველის სადებიუტო გამარჯვებით დასრულდა.
სპორტის სასახლეში მრავლად იყვნენ ვეტერანი თუ მოქმედი ბორჯღალოსნები, სხვადასხვა კლუბის მორაგბეები და ისინი არა მხოლოდ კაპიტანს, ყველა ქართველ მებრძოლს მხურვალედ ქომაგობდნენ.
მთლიანობაში, ქართველ მებრძოლებთან ერთად, რკენას დებიუტიც შედგა! და ახლა უკვე ყველანი რკენის მომდევნო ღონისძიების მოლოდინში ვართ…
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 2 საათის agoკვარაცხელია და პსჟ დოჰაში მეექვსე ტიტულს შეუტევს
გააზიარეთ17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალია და გამარჯვებულია ვინაობას ევროპის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი პარი სენ-ჟერმენი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 4 საათის agoბრონკანი თუ აზემა – საქართველო მწვრთნელის მოლოდინშია
გააზიარეთრამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ფრანგული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 5 საათის agoრიჩარდ ქოქრილი საქართველოს აღარ გაწვრთნის
გააზიარეთ54 წლისინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი