
7 დეკემბერს, ლას ვეგასში, მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანთან სუპერსმუბუქი წონის ქამრის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, დვალიშვილმა ქამარი პირველად 2024 წლის სექტემბერში მოირგო, როდესაც შონ ომალის დაამარცხა. 2025 წელს კი, ჩვენებურმა ტიტული სამჯერ დაიცვა, და, თუ ამას მეოთხედაც მოახერხებს, გახდება ისტორიაში პირველი მებრძოლი, ვინაც კალენდარული წლის მანძილზე ოთხ საჩემპიონო ბრძოლა მოიგო.
UFC-ს ვებგვერდზე ორგანიზაციის სუპერმსუბუქი (61კგ) დივიზიონის ჩემპიონის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ამბობს, რომ იანთან მოახლოებული საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადაა.
„ოქტაგონზე დაბრუნება დიდებული გრძნობაა. მიყვარს, როდესაც მუდმივად აქტიური ვარ. ამ ეტაპზე წონის კლების გარდა, ყველაფერი იდეალურად მიდის. 2025 წელს ტიტულის მეოთხედ დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლა ჩემი სტიქიაა და მჭირდება მუდმივად აქტიურ რეჟიმში ყოფნა. მადლობა UFC-ს, რომ ბრძოლის შესაძლებლობა მეოთხედ მომცა. ახლა მთავარი მიზანი წონის აღდგენაა, ბრძოლაში გამარჯვება და შემდეგ წელსაც იგივე გზის გაგრძელება.
მინდა ტიტული მომავალ წელსაც ოთხჯერ დავიცვა. ამ ბრძოლით უკვე პირველი ვიქნები და რეკორდს მოვხსნი. თუ შემდეგ წელსაც ოთხჯერ ვიბრძოლებ, ესეც ახალი რეკორდი გახდება.
მსურს, ქამარი შევინარჩუნო, მუდმივად მზად ვარ გამოსვლისთვის. რა თქმა უნდა, ტრავმები და ცხოვრების სირთულეები ყველას გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ეს დაბრკოლება არ არის. უბრალოდ ძალიან მიყვარს ბრძოლა და ეს პროცესი ენერგიით მავსებს.
საჩემპიონო შანსს იანი ყველაზე მეტად იმსახურებდა. ბოლოს ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო, საშიში მეტოქეა და ჩემთან წაგების გამო შურისძიება უნდა. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში მაქსიმუმს ჩადებს.
მოდუნება არ შეიძლება და ამის უფლება არც მაქვს. მასთან პირველ ჩხუბში გავიმარჯვე, მაგრამ ახლა ენერგია უნდა შევინარჩუნო. პიოტრი სერიოზული მებრძოლია და გულშემატკივრებს ძალიან კარგ ბრძოლას ვაჩვენებთ. არ მგონია, რომ ისეთი ცალმხრივი შეხვედრა გამოვიდეს, როგორც ჩვენი პირველი დაპირისპირება იყო.
მეორე წონის ჩემპიონობა? ახლა თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი მიზანი საკუთარი დივიზიონის ქამრის დაცვაა. ჯერ იანისნაირ ძლიერ მეტოქეზე უნდა ვიყო კონცენტრირებული, შემდეგ კი სხვა მეტოქეებიც გვყვავს ჩვენს დივიზიონში.
თუ UFC-ი მეტყვის, რომ წონითი კატეგორია შევცვალო ან სუპერბრძოლა ჩავატარო, დავთანხმდები. მაგრამ ახლა ჩემი ფიქრები ჩემს წონით კატეგორიაზეა“, – ამბობს დვალიშვილი.
შეგაახსენებთ იმასაც, რომ ქართველი სპორტსმენი იანს პირველად 2023 წლის მარტში შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 2 საათის agoკვარაცხელია და პსჟ დოჰაში მეექვსე ტიტულს შეუტევს
გააზიარეთ17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალია და გამარჯვებულია ვინაობას ევროპის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი პარი სენ-ჟერმენი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 4 საათის agoბრონკანი თუ აზემა – საქართველო მწვრთნელის მოლოდინშია
გააზიარეთრამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ფრანგული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 5 საათის agoრიჩარდ ქოქრილი საქართველოს აღარ გაწვრთნის
გააზიარეთ54 წლისინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი