
ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტურის პირველი სათამაშო დღე ძალიან საინტერესო გამოდგა.
გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ძალიან ცუდი სტარტი აქვს და ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვს. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ სტუმრად დორტმუნდთან 0:4 განადგურდა. მიქაუტაძეს სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
დორტმუნდი პირველ ტაიმში გირასის გოლით დაწინაურდა; შესვენების შემდეგ ვილიარეალს ფეხბურთელი გაუგდეს და პენალტიც დაუნიშნეს. გირასმა 11 მეტრიდან ვერ შეაგდო, მაგრამ მეკარის მოგერიებულს თავადვე დაამატა; მესამე გოლის ადემირის იყო; მერე დორტმუნდმა კიდევ ერთი პენალტი გააცუდა, მაგრამ მატჩის ბოლოს სვენსონმა დასვა წერტილი.
როგორც გითხარით, ვილიარეალს ქულა აქვს და მომდევნო ტურში კოპენჰაგენს უმასპინძლებს. დორმტუნდი 10 ქულით ცხრილის ზედა ნაწილშია.
დღის ცენტრალურ მატჩში ჩელსიმ ბარსელონამ 3:0 გაანადგურა. პირველ ტაიმში ანგარიში ჟულ კუნდეს ავტოგოლით გაიხსნა, რასაც ტაიმის ბოლოს რონალდ არაუხოს გაძევება მოჰყვა და ბარსა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რამაც თავი მეორე ტაიმში იჩინა: ესტევაომ და დელაპმა კიდევ ორი გაუტანეს კატალონიელებს.
ჩელსის 10 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ატალანტას ესტუმრება, ხოლო ბარსელონას შვიდი ქულით ცხრილის შუა ნაწილშია და შემდეგ ტურში აინტრახტს უმასპინძლებს.
მანჩესტერ სიტიმ მოულოდნელად საკუთარ მოედანზე ლევერკუზენთან წააგო – 0:2. პირველ ტაიმში ალეხანდრო გრიმალდომ შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ნახევარში პატრიკ შიკმა სხვაობა გაზარდა.
სიტის 10 ქულა მაინც აქვს და მშვიდადაა, მაგრამ მისი მომდევნო მეტოქე რეალი იქნება, ლევერკუზენმა რვა ქულა დააგროვა, საქმე გამოიკეთა და ნიუკასლს უმასპინძლებს.
მარსელმა ნიუკასლთან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მეექვსე წუთზე სტუმრები ბარნსის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა და რობერტო დე ძერბის გუნდმა მოიგო.
მარსელმა ექვსი ქულაა დააგროვა, შანსი დაიტოვა და მომდევნო ტურში უნიონს ესტუმრება, ნიუკასლის აქტივში ცხრა ქულაა და ისიც გერმანიაში ჩავა ლევერკუზენთან.
როგორც იქნა. მოიგო ტურინის იუვენტუსმა, რომელმაც სტუმრად ბოდო გლიმტს 3:2 სძლია. იუვე პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მეორე ნახევრის სტარტზე ლუის ოპენდამ და ვესტონ მაკკენიმ ტურინელები წინ გაიყვანეს; 87-ე წუთზე ნორვეგიელებმა პენალტით გაათანაბრეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯონათან დევიდმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
იუვენტუსისთვის ეს პირველი მოგებაა, ექვსი ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში პაფოსს უმასპინძლებს. ბოდოს აქტივში კი ორი ქულაა.
ყარაბახი დიდხანს ეომა ნაპოლის მაგრამ მეორე ტაიმში გატყდა და 0:2 დამარცხდა. ნაპოლიმ შვიდი ქულა დააგროვა და ბენფიკასთან ესტუმრება, ყარაბაღსაც შვიდი ქულა აქვს და აიაქსს უმასპინძლებს.
უგოლოდ დასრულდა სლავია-ბილბაოს მატჩი. ჩეხებს სამი ქულა აქვთ და ტოტენჰემს ესტუმრება, ოთხქულიანი ბილბაოკი, ხვიჩა კვარაცხელისა და პარი სენ-ჟერმენს დაუხვდება.
გალათასარაი შინ სენ-ჟილუას დაუხვდა და 0:1 დამარცხდა. ბელგიელთა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში პრომის დევიდმა გაიტანა.
გალათასარაის ცხრა ქულა აქვს და მომდევნო ტურში მონაკოს ესტუმრება, ხოლო უნიონის აქტივში ექვსი ქულაა და მარსელს დაუხვდება.
აქამდე ლიგაში ორი უქულო გუნდი იყო – აიაქსი და ბენფიკა. ამსტერდამში გამართული მატჩი ჟოზე მოურინიოს გუნდმა 2:0 მოიგო, სამქულიანი ბენფიკა მომდევნო ტურში ნაპოლის უმასპინძლებს, ხოლო აიაქსი ერთადერთია, ვისაც ქულა არ აქვს, ბოლო ადგილზეა და ყარაბაღს ესტუმრება.
იხილე მეტი
-
MMA
/ 9 საათის agoთოფურია: სიმართლეს ყვირილი კი არა, მოსმენა სჭირდება
გააზიარეთბოლო პერიოდში გავრცელებული ხმებისა და მოვლენების გამო, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 16 საათის agoკვარაცხელია და პსჟ დოჰაში მეექვსე ტიტულს შეუტევს
გააზიარეთ17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალია და გამარჯვებულია ვინაობას ევროპის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი პარი სენ-ჟერმენი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 18 საათის agoბრონკანი თუ აზემა – საქართველო მწვრთნელის მოლოდინშია
გააზიარეთრამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ფრანგული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი