გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მოკრძალებული სტატისტიკა და ძირითადის შანსი

გააზიარეთ

NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ცუდი თამაში ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოს, რომელიც ბრუკლინ ნეთს ესტუმრა და 81:96 დამარცხდა.

ტორონტოს შეტევაში საქმე კარგად არ წაუვიდა და ეს ჩვენებურზეც აისახა. ჯეიკობ პიოლტლის დაბრუნების შემდეგ მამუ საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:57 წუთი დაჰყო. ამ დროში სანდრომ მხოლოდ 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ სამიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი კი ააცილა; პასივში სამი დაკარგა ჰქონდა და მისი მოედანზე ყოფნისას ტორონტომ 23 ქულა წააგო.

თუმცა, დიდი შანსია მამუკელაშვილი ისევ სასტარტოში დაბრუნდეს – პიოლტლმა ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ტორონტო 17 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 24 დეკემბერს, მაიამი ჰითთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი