გამოგვიწერეთ

ნაკრები

რამაზ სვანაძე: შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობდით

გააზიარეთ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფკაციო ეტაპზე მორიგ მატჩს მალტის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარებს.

თამაში 31 მარტს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართება. მატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა.

რამაზ სვანაძე:

„ხვალინდელი თამაშისგან ველი, რომ ჩემი გუნდი იქნება ბევრად აგრესიული, ბევრად კონცენტრირებული. არ იქნება ის ხარვეზები, რომლებიც გვქონდა ლატვიასთან თამაშში. ასევე ველით და აუცილებლად ვეცდებით იმ პოზიტივის გამოყენებას, რომელიც გვქონდა ლატვიასთან გაშვებული გოლის შემდეგ. ბევრს ჰგონია, რომ მარტივია ის ყველაფერი, რაც მეორე ტაიმში ხდებოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა ძნელია 10 ფეხბურთელით თამაშის გადარჩენა, არა მარტო გადარჩენა – თამაშის ხარისხზეც მაქვს საუბარი და იმ დომინაციაზე, რომელიც გვქონდა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ლატვიასთან დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამ ფაქტს ბოლო დღეებში ყურადღება დავუთმეთ. იმედი მაქვს, ხვალ ეს ყველაფერი გამოსწორებული იქნება. სამწუხაროდ, დანაკლისს ისევ ვერ ავცდით: ტრავმის გამო ბუკია დაგვაკლდება, დისკვალიფიკაციის გამო კი – გვასალია და ტაბატაძე. თუმცა, არიან გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც შანსს მიიღებენ და უნდა ეცადონ, რომ ეს შანსი გამოიყენონ“.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები F ჯგუფში ექვს თამაშში მოპოვებული ექვსი ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს. ჯგუფს 18 ქულით საბერძნეთი ლიდერობს; 15 ქულით გერმანია მეორეა; ჩრდილოეთ ირლანდიას შვიდი ქულა აქვს; ლატვიას – ხუთი; მალტა უქულოდ ბოლოა.

საქართველო-მალტის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები