გამოგვიწერეთ

ნაკრები

რიჩარდ ქოქრილმა ნოემბრისთვის შემადგენლობა დაასახელა

გააზიარეთ

საქართველოს რაგბის ნაკრები ნოემბერში სამ ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი საქართველოში ჩატარდება. ორი ბათუმში, ერთიც – თბილისში.

„ბორჯღალოსნები“ პირველად 8 ნოემბერს, ბათუმში ითამაშებენ და მეტოქედ აშშ-ს ნაკრები ეყოლება; მეორე მატჩი 15 ნოემბერს, ასევე ბათუმში გაიმართება და რიჩარდ ქოქრილის გუნდის მეტოქე კიდევ ერთი ჩრდილო-ამერიკული ნაკრები, კანადა იქნება; საქართველოს ნაკრები სერიას თბილისში დაასრულებს და მიხეილ მესხის სტადიონზე იაპონიას 22 ნოემბერს დაუპირისპირდება.

ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 20 შერკინების, 15 კი ხაზის მოთამაშეა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაგბის მოყვარულებსა თუ სპეციალისტებში ქოქრილის ამ განაცხადმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ასეა, თუ ისე, საქართელოს ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება:

შერკინება: ნიკა აბულაძე, დავით აბდუშელიშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბექა გიგაშვილი, კახა დარბაიძე, ვანო კარკაძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დემურ ეფრემიძე, თემურ წულუკიძე, ბექა გორგაძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი სინაურიძე.

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, ზაურ ლუტიძე, აკაკი ტაბუცაძე, ალექსანდრე თოდუა, შალვა აფციაური, დავით ნინიაშვილი, ლუკა ცირეკიძე.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები