გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სან ანტონიოს ქართველი “მინი-ვემბანიამა” სურს

გააზიარეთ

NBA-ში ორლანდო მეჯიქმა ოკლაჰომა სიტისთან ითამაშა და 92:128 დამარცხდა. გოგა ბითაძე ერთადერთი იყო, ვისაც ფლორიდელთა მწვრთნელი არ ენდო.

ამერიკული მედია წერს, რომ ეს ბითაძის ტრეიდის მანიშნებელია და 5 თებერვლამდე გოგა ახალ გუნდს ნახავს. ტორონტოს, ატლანტასა და ნიუ იორკის შემდეგ ბითაძე სან ანტონიო სპურსსაც დაუკავშირეს.

„ტრეიდებისთვის არსებულ დედლაინამდე ცოტა დრო რჩება, ბოლო ინფორმაციით სპურსს შემადგენლობის გაძლიერება დაცვითი ფუნქციებით გამორჩეული ცენტრით სურს, რომელიც ფარს მაშინ გადაკეტავს, როდესაც ვიქტორ ვემბანიამა სათადარიგოთა სკამზე დაისვენებს.

ამ დროისთვის, სან ანტონიოსთვის პრიორიტეტული ვარიანტი გოგა ბითაძეა. ქართველი დაცვაში „მინი-ვემბანიამას“ მოდელია. სპურსი პორტლენდელი რობერტ უილიამსის კანდიდატურასაც განიხილავს, მაგრამ ტრავმებისკენ არის მიდრეკილი. გარდა ამისა, ბითაძის დამატება სახელფასო კუთხითაც უფრო მომგებიანი იქნება.

მოსალოდნელია, რომ ბითაძის სანაცვლოდ სპურსი ჯერემი სოხანსა და NBA-ს მომავალ დრაფტზე მეორე რაუნდის პიკს დათმობს“, – წერს ამერიკული მედია.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი