გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველომ ისრაელთან ამხანაგური ფრე ითამაშა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლა. ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2:2 დასრულდა.

როგორც ამხანაგურ მატჩებს ჩვევია, ვილი სანიოლიმ ექსპერიმენტებს მიმართა. ფრანგმა სპეციალისტმა სამი ცენტრალური მცველი დააყენა – გადრანი-ბერიაშვილი-ლოჩოშვილი. თუმცა, შეტევის დროს გადრანი მარჯვენა ფლანგზე წინ ადიოდა; ებრაელთა იშვიათი შეტევების დროს დროს კი, მარჯვენა ფლანგზე მამაგეიშვილი დგებოდა, მარცხნივ კი – წიტაიშვილი; ცხადია, შეტევის დროს ორივე მათგანი ფლანგის ნახევარმცველები ხდებოდნენ. საყრდენ ზონაში მექვაბიშვილი-გაგნიძის დუეტი იდგა, მათ წინ კიტეიშვილი; შეტევაში მიქაუტაძე ირჯებოდა, რომელსაც კვარაცხელია ეხმარებოდა.

მიუხედავად შემტევი შემადგენლობისა, სახიფათო მომენტების შექმნა გვიჭირდა. განსაკუთრებით ჭირდა ბურთის მიქაუტაძემდე მიტანა. კარში პირველად 36 წუთზე დავარტყით და ისიც სტანდარტულის შემდეგ – კვარაცხელიას კუთხურს ლოჩოშვილმა თავი შეაგება და ბურთი ხარიხას გაარტყა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ხვიჩამ უკვე საჯარიმოს გარედან მოზომილად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

ტაიმის ბოლოს ჩვენს გადავრჩით – მეტოქის სახიფათოდ დარტყმულს დებიუტანტი ბერიაშვილი გადაეფარა და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავედით.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები ებრაელების იყო. ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა კი არა, საჯარიმოდან ამოტანაც გვიჭირდა. 54-ე წუთზე ორი კაცით გადავედით და მიქაუტაძე-კვარაცხელიამ გოლი შექმნეს. ხვიჩამ მოხდენილი დარტყმით „დახატა“ – 2:0.

სანიოლიმ იქვე კიტეიშვილი დავითაშვილით შეცვალა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობა უცვლელი დარჩა. ბურთს ისევ მეტოქე აკონტროლებდა და გოლიც ლოგიკური იყო – შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი მექვაბიშვილისგან ასხლეტით ჩვენს კარში შევარდა. კიდევ ოთხ წუთში უკვე ანგარიში 2:2 იყო. ამჯერად ნახევარდაცვა და დაცვა ჩავარდა.

ისევ ცალკარა გაგრძელდა და კიდევ ხუთ წუთში ორჯერ გადავრჩით: მეტოქემ ჯერ კარს ორიოდე მეტრიდან ააცილა, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.

სანიოლი ჯიუტად აგრძელებდა არჩეულ სტრატეგიას და შეცვლებზე არც კი ფიქრობდა. მხოლოდ 75- წუთზე გააკეთა სამმაგი ცვლილება, მაგრამ თამაშის მიმდინარეობა დიდად ვერ შეცვალა. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და თამაშიც ფრედ მორჩა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები