გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები ევროს ფინალშია

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ ჩეხეთს 26:7 სძლია და ფინალში ზედიზედ მეათედ ითამაშებს.

მასპინძლებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ საპასუხოდ ოთხი ლელო გავიტანეთ და 22 ნოემბერს ფინალში ესპანეთს შევერკინებით.

მატჩის დებიუტში ზედიზედ ოთხჯერ დავაჯარიმდით და ლუკა წიკლაური სინბინით დაისაჯა. ჩეხებმა დერეფნიდან მოლი ააგორეს, რისი ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელო მივიღეთ, თან ნიკოლოზ ჩხორთოლიაც გაგვიგდეს და მოედანზე გარკვეული დროით 13 კაცის ამარა დავრჩით.

გასინბინებული მოთამაშეების დაბრუნების შემდეგ ლუკა ტაბატაძემ მბოჭავი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და საპასუხო ლელო გაიტანა. ლევან ბუცხრიკიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

შემდეგ მოლი უკვე ქართველების იყო და ლუკა წიკლაურმა ლელოთი დაგვაწინაურა, ბუცხრიკიძემ კი გარდასახა; მეორე ტაიმში ლუკა ჭაკუამ თავად შეუტია, ხაზი გაჭრა, კიდევ ორ მცველს გვერდი აუარა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა; შემდეგ ჩეხები მათსავე ლელოსთან წნეხში მოვაქციეთ, შეცდომა დავაშვებინეთ, რაქიდან ბურთი გოგა უშვერიძემ აიტაცა და თანაგუნდელის დახმარებით სტუმართა მეოთხე ლელო გაიტანა. ჭაკუამ გარდასახა და საქართველომ 26:7 გაიმარჯვა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები