გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო კვიპროსზე წავა და ესპანეთით დაიწყებს

გააზიარეთ

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და 24 ნაკრები ოთხ ჯგუფში განაწილდა.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და 24 ნაკრები ოთხ ჯგუფში განაწილდა.

2015 წლიდან ევროპირველობა ოთხ ქყვეყანაში ტარდება: თითო ჯგუფი თითო ქვეყანაში, ხოლო მომდევნო ეტაპზე 16 გუნდი გადის, რომელიც უკვე ერთ ლოკაციაზე იკრიბება და ფლეი ოფის სისტემით გრძელდება.

შესაბამისად, ევრობასკეტ 2025-ის ჯგუფები ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსში გადანაწილდნენ.

ჩვენი ნაკრები კვიპროსში ითამაშებს და მასპინძლების გარდა, მეტოქეებად ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია ეყოლება.

ალეკსანდრ ჯიკიჩის ნაკრები ევროპირველობას 28 აგვისტოს, ესპანეთის ნაკრებით დაიწყებს; შემდეგი მეტოქე იტალია (30 აგვისტო) იქნება, ვისაც საბერძნეთი (31 აგვისტო) მოჰყვება; ბოლოსწინა მატჩს ჩვენები მასპინძელ კვიპროსთან (2 სექტემბერი) ითამაშებს, ხოლო ჯგუფს  ბოსნიელებთან (4 სექტემბერი) ჯახით დახურავს.

წილისყრის სრული შედეგები ასეთია:

A ჯგუფი (რიგა): პორტუგალია, ესტონეთი, ლატვია, თურქეთი, სერბეთი, ჩეხეთი;

B ჯგუფი (ტამპერე): გერმანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, შვედეთი, ჩერნოგორია;

C ჯგუფი (ლიმასოლი): კვიპროსი, იტალია, საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია;

D ჯგუფი (კატოვიცე): ისლანდია, საფრანგეთი, სლოვენია, პოლონეთი, ბელგია, ისრაელი;

თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო ფლეი ოფში გავა, რის შემდეგ 16 ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში მერვედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას.

ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი