გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ტორონტომ მამუკელაშვილის ქულებით მოიგო

გააზიარეთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილს გუნდებს მსგავსი სტარტი აქვს. თან ისე ხდება, რომ ორივე ქართველის გუნდი ერთად იგებს და ერთად აგებს.

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ მამუკელაშვილის ტორონტომაც იმარჯვა და სტუმრად კლივლენდი 112:101 დაამარცხა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 18:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი თითო ჩაჭრა და დაფარება მოინაგრა. სანდრომ ერთი ორქულიანი ესროლა და ზუსტად, სამიდან ერთი სამქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. მისი მოედანზე ყოფნისას ტორონტომ მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში მესამე მაჩვენებელი იყო.

ტორონტო ორი მოგებითა და ოთხი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი, მემფის გრიზლისთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი