გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ტორპედომ მოიგო და სამეულში შევიდა

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური წყალტუბოს სამგურალისა და ქუთაისის ტორპედოს მატჩით დასრულდა. იმერული დერბი უხვგოლიანი გამოდგა და ტორპედომ 4:2 მოიგო.

გოლი 49-ე წამზე გავიდა – გიორგი ფანცულაიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი; ტაიმის შუაში ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა გაათანაბრა და ტაიმიც ასე მორჩა.

საკვანძო მომენტი 70-ე წუთზე დადგა, როდესაც სამგურალის ნახევარმცველმა ჯეფერსონ ჯერალდომ მეორე გაფრთილება მიიღო და გააძევეს. ოთხ წუთში გიორგი კოხრეიძემ დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით ქუთაისელები დააწინაურა; მერე იყო VAR-ზე გადამოწმებული პენალტი და იონსენის გოლი; სამგურალმა გაიბრძოლა და ომარ პატარკაციშვილმა თავურით სხვაობა შეამცირა; თუმცა ბოლოს ტორპედომ კონტრშეტევა ანდრიჩის გოლით დაასრულა – 2:4.

ტორპედო მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო სამგურალი მეექვსეა და ხუთი ქულით უსწრებს პლეიოფის ზონაში მყოფ გუნდს, მერვე ადგილზე მყოფ გარეჯს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი