გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქალთა ნაკრებმა ფარერებისთვის მზადება დაიწყო

გააზიარეთ

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყო.

ირის ანტმანის გუნდი 18 აპრილს ტორსჰავნში ფარერის კუნძულების ნაკრებს ეთამაშება, მანამდე კი, წვრთნას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ავაზას მოედანზე გადის.

ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრებში 23 ფეხბურთელია გამოძახებული. მათ შორის ერთი დებიუტანტია – ნიკე-ლუსოს თავდამსხმელი თეკლა ბერიძე.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩისთვის ნაკრები 15 აპრილამდე თბილისში მოემზადება, ფარერის კუნძულებზე კი 16 აპრილს გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო), სვეტლანა გაბელაია, ეკა თაბაგარი (ორივე ლანჩხუთი);

დაცვა: თამარ ტატუაშვილი (ჰოლონი, ისრაელი), მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სალომე გასვიანი, გვანცა ქადაგიშვილი (ორივე ნიკე-ლუსო), ნინო ჩხარტიშვილი, ლიზი მწყერაშვილი (ორივე ლანჩხუთი), ნათელა წოწერია, მარიამ კაპანაძე (ორივე ბათუმი);

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე (ყველა ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე, ანა პავლიაშვილი, კესო მეტონიძე, ირინა ხაბურზანია, თეკლა ბერიძე (ყველა ნიკე-ლუსო), ანანო მიქაბერიძე (კვარტალი), თინათინ ამბალია (სპარტა, ჩეხეთი), მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი).

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩი 3 მარტს საბერძნეთთან 0:3 წააგო.

ანტმანის გუნდი C ლიგის მეოთხე ჯგუფში ირიცხება. ამ ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი ფლეი ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ამავდროულად 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები