გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართველებმა ფლეი ოფში მოხვედრა გაირთულეს

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა და ორივემ საშინაო მარცხი განიცადა.

გოგა ბითაძის ორლანდომ უშუალო კონკურენტ ატლანტასთან 101:130 წააგო და ფლეი ოფში მოხვედრა გაირთულა.

ჩვენებური სათადარიგო იყო და მოედანზე 15:25 წუთით გამოჩნდა. ბითაძემ სამი ორქულიანიდან ორი ჩააგდო და 4 ქულასთან ერთად გუნდს 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება შესძინა. გოგას პასივში სამი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი ფლორიდელებმა ხუთი ქულით ნაკლები ჩააგდეს.

ორლანდოს 40 მოგება და 36 მარცხი აქვს და კონფერენციაში მერცხრე ადგილზეა. ფლორიდელებს ფლეი ინში მოხვედრა გარანტირებული აქვთ, მაგრამ ფლეი ოფში უკვე ძალიან გაუჭირდება, რადგან რეგულარულ სეზონში ექვსი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. მომდევო კი, დალასთან, სტუმრად უწევს.

ფლეი ოფში მოხვედრა გაირთულა სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომაც. “რეპტილიები“ დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსან საკრამენტოსთან მოულოდნელად დამარცხდნენ – 115:123.

ჩვენებურმა პარკეტზე 33:09 წუთი გაატარა. მამუკელაშვილმა 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა ისე შესძინა, რომ ბურთი არ დაუკარგავს. მამუმ ხუთიდან ოთხი ორქულიანი და ხუთიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. მიუხედავად შედეგიანი თამაშისა მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ტორონტომ მეტოქეზე ცხრა ქულით ნაკლები ჩააგდო.

კანადელები 42 მოგებითა და 34 მარცხით კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. თუმცა, ასეთივე მაჩვენებლით მეშვიდეზეა ფილადელფია და ფლეი ოფში მოსახვედრად ისიც იბრძვის. ტორონტო მომდევნო მატჩს უმოტივაციო ფინიქსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი