
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური დასრულდა, სადაც ორი ქართული საგოლე პასიც ვიხილეთ.
გიორგი ზარიას კაირატი კოპენჰაგენთან 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ 81-ე და 89-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და სიტუაცია დაძაბა. თუმცა, მეტის გასაკეთებლად დრო არ ეყო. მეორე გოლისას ასისტენტიბა ზარიამ გაწია, რომელიც მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.
კაირატი ერთი ქულით 35-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს. კოპენჰაგენმა პირველად მოიგო და ოთხი ქულა აქვს, შემდეგ მატჩს სტუმრად გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალთან ითამაშებს.
პარი სენ-ჟერმენმა საკუთარ მოედანზე ლონდონის ტოტენჰემი 5:3 დაამარცხა, მატჩის გმირი კი ვიტინია გახდა, ვინაც ჰეთ თრიკი შეასრულა.
კოლო მუანის პასით ანგარიში რიშარლისონმა გახსნა; ვიტინიამ 10 წუთში შესანიშნავი გოლით გაათანაბრა; მეორე ნახევრის სტარტზე კოლო მუანიმ თავად გაიტანა; ვიტინიას კიდევ ერთი შესანიშნავი გოლი და ანგარიში ისევ თანაბარია. აქ საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ მიითვალა; 59-ე წუთზე უკვე პსჟ დაწინაურდა – გოლი ფაბიან რუისმა შეაგდო; მეოთხე ვილიამ პაჩოს ანგარიშზეა; ლონდონელები კოლო მიანის მეორე გოლით თამაშში დაბრუნდნენ; ოთხ წუთში ვიტინიამ პენალტი მოიპოვა და შეაგდო.
კვარაცხელია 79-ე წუთზე შეცვალეს.
პარი სენ-ჟერმენს 12 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ბილბაოს ესტუმრება, ხოლო ტოტენჰემს რვა ქულა აქვს და შემდეგი გაჩერება სლავიაა.
ლივერპულის კოშმარი კი გრძელდება: მერსისაიდელები ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ, ამასთან ორჯერ ენფილდზე. არნე სლოტის გუნდი ამჯერად ეინდჰოვენთან შერცხვა – 1:4.
ალისონმა მაღალი ტემპერატურის გამო ვერ ითამაშა და კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა. გოლებში ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ ოთხი გოლის გაშვება მაინც მძიმე ამბავია.
ლივერპულს ცხრა ქულა აქვს, მომდევნო ტურში ინტერს ესტუმრება; პსვ-მ რვა ქულა დააგროვა და ატლეტიკოს უმასპინძლებს.
გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგმა შინ 3:0 დაამარცხა ბრიუგე. ჩვენებური სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
სპორტინგს 10 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ბაიერნს ესტუმრება, ბრიუგე ოთხი ქულით არის და არსენალს უმასპინძლებს.
ცენტრალურ მატჩში არსენალი და ბაიერნი შეხვდნენ. მიკელ არტეტას გუნდმა 3:1 მოიგო.
პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, იურიან ტიმბერს ლენარტ კარლმა უპასუხა მეორე ტაიმში ნონი მადუეკემ და გაბრიელ მარტინელიმ ორჯერ გაიტანეს და ლონდონელებს მოაგებინეს.
არსენალი ქულადაუკარგავად ცხრილის თავშია და შემდეგ ტურში ბრიუგეს ეთამაშება; ბაიერნს 12 ქულა აქვს და სპორტინგს გაეჯიბრება.
კილიან მბაპემ ოლიმპიაკოსთან პოკერი შეასრულა. ბერძნებმა ევროპული ფეხბურთის გრანდს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და 3:4 დამარცხდნენ. თავიდან იგებდნენ კიდეც, მაგრამ…
რეალს 12 ქულა აქვს და მომდევნო ტურში სიტის შეხვდება, ორქულიანი ოლიმპიაკოსი კაირატს ესტუმრება.
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ატლეტიკოსა და ინტერს შორის გაიმართა, რომელიც მადრიდელებმა 2:1 მოიგეს. ხულიან ალვარესის გოლს პიოტრ ჟიელინსკიმ უპასუხა, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო წუთზე ხოსე მარია ხიმენესის გოლით იმარჯვა.
ატლეტიკომ ცხრა ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში პსვ-ს ესტუმრება, ინტერ 12 ქულა აქვს და ლივერპულს უმასპინძლებს.
ატალანტამ სტუმრად აინტრახტი გაანადგურა – 3:0. იტალიურმა გუნდმა სამივე გოლი მეორე ტაიმში ხუთწუთიან ინტერვალში გაიტანა.
ატალანტას 10 ქულა აქვს და ჩელსის შეხვდება, ხოლო აინტრახტი 4 ქულითაა და ბარსელონას უმასპინძლებს.
პაფოსი „კერკეტი კაკალი“ გამოდგა. კვიპროსელებმა ამჯერად მონაკოსთან არ წააგეს – 2:2. არადა, ორჯერ აგებდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა.
პაფოსსა და მონაკოს 6-6 ქულა აქვთ: კვიპროსელები მომდევნო მატჩს იუვენტუსთან ითამაშებენ, ხოლო მონაკო გალათასარაის უმასპინძლებს.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 2 საათის agoკვარაცხელია და პსჟ დოჰაში მეექვსე ტიტულს შეუტევს
გააზიარეთ17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალია და გამარჯვებულია ვინაობას ევროპის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი პარი სენ-ჟერმენი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 4 საათის agoბრონკანი თუ აზემა – საქართველო მწვრთნელის მოლოდინშია
გააზიარეთრამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ფრანგული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 5 საათის agoრიჩარდ ქოქრილი საქართველოს აღარ გაწვრთნის
გააზიარეთ54 წლისინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი