გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართველ ლეგიონერთა მწირი მონაგარი

გააზიარეთ

NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა და ორივემ მოიგო.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო მემფისს ესტუმრა და 128:96 აჯობა.  ჩვენებურმა პარკეტზე 20:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მამუმ ოთხიდან ერთი სამქულიანი და ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო, ექვსი საჯარიმოდან კი ზუსტი ხუთი აღმოჩნდა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი სრული თანაფარდობა იყო.

გუნდებს რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5-5 მატჩი რჩებათ. რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 43 მოგებითს და 34 მარცხით მეექვსე ადგილზეა და ფლეიოფში პირდაპირ გასასვლელად იბრძვის.

მოიგო გოგა ბითაძის ორლანდომაც, მაგრამ მეცხრე ადგილზე რჩება და ფლეი ოფში გასასვლელად შანსი თიტქმის დაკარგული აქვს. თუმცა, ფლეი ინი განაღდებულია.

ფლორიდელებმა სტუმრად დალასს 138:127 მოუგეს. გოგამ პარკეტზე 12:09 წუთი გაატარა და 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოინაგრა. ბითაძემ ერთადერთი ორქულიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ჩააგდო.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი