გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართული დერბი მამუკელაშვილმა მოიგო

გააზიარეთ

NBA-ში ქართული დერბი შედგა – სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ გოგა ბითაძის ორლანდოს უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 139:87 დაამარცხა. სანამ ქართველების ამბებზე გადავიდოდეთ, მანამდე გეტყვით, რომ ამ მატჩში დაფიქსირდა ისტორიაში ყველაზე დიდი გაქცევა. ტორონტო პირველ მეოთხედში 14:20 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 31 ქულა აიღო და უკვე მეორე მეოთხედში 45:20 დაწინაურდა.

ორივე ქართველი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გადაკვეთა გარკვეული დროის მანძილზე მოუხდათ. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მატჩში სანდრო უკეთესი იქნებოდა. ასეც იყო: მამუმ პარკეტზე 21:19 წუთი გაატარა და ამ დროში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ერთია, ჩვენებურს მისთვის უჩვეულოდ ბევრი, სამი დაკარგვა ჰქონდა. თუმცა, მისი მოედანზე ყოფნის დროს ტორონტომ მეტოქეზე 47 ქულით მეტი ჩააგდო.

გოგამ მოედანზე უფრო ცოტა დრო დაჰყო – 10:11 წუთი. ბითაძის მონაგარი 6 ქულა და 4 მოხსნა იყო. გოგამ ხუთიდან ორი ორქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, ორლანდომ 22 ქულით ნაკლები ჩააგდო.

ამ მოგების შემდეგ ტორონტოს 42 მოგება და 32 მარცხი გაუხდა და კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი, კონფერენციის ლიდერ დეტროიტს ესტუმრება; ორლანდოს კი, 39 მოგების წინ 35 წაგება აქვს, მერვე ადგილზე რჩება და ფლეი ოფში შესასვლელად იბრძვის. ორლანდო მომდევნო ტურში ფინიქსის საშინაო არენაზე დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი