საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კანადასთან გასამართი მატჩისთვის აშშ-სთან შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა, მარქაფაში კი, ექვსი მორკინალი გაამწესა.
დამწყებთა შორის სამი ცვლილებაა შერკინებაში, ორი კი – ხაზში.
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ პირველივე წუთებიდან თამაშს იწყებენ კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც აშშ-სთან მარქაფაში იყო; ძირითად შემადგენლობაში ასევე გამოჩნდა ბურჯი ირაკლი აფციაური; მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილის ნაცვლად თამაშს ილია სპანდერაშვილი იწყებს;
შერკინების პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა დავით აბდუშელიშვილმა, ვისაც ერთი კვირის წინ სანაკრებო დებიუტი ქონდა; უცვლელია შერკინების მეორე ხაზი – მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე; მესამე ხაზში თამაშს იწყებენ ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე;
კანადასთან მატჩისთვის შერკინების მარქაფაში ექვსი მორაგბეა. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ და ბურჯმა ბექა გიგაშვილმა; ასევე მესამეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა; ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა; მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია კი ბორჯღალოსნებს ამ კვირაში შეუერთდნენ და მომავალ შეხვედრას თადარიგიდან იწყებენ;
უცვლელია ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე; ცენტრში ადგილი შეინარჩუნა გიორგი კვესელაძემ, რომელსაც ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება, ვინაც ცენტრში ფრთიდან გადაინაცვლა; საპასუხოდ შეიცვალა ორივე ფრთა და თამაშს დემე თაფლაძე და შალვა აფციაური იწყებენ; ფულბეკი კი, ამჯერადაც დავით ნინიაშვილი იქნება.
ხაზში გუნდს გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა გააძლიერებენ.
ხაზი: დავით ნინიაშვილი, შალვა აფციაური, გიორგი კვესელაძე, გიორგი შველიძე, დემე თაფლაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური, მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, ილია სპანდერაშვილი, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე;
მარქაფა: ირაკლი ქვათაძე, გიორგი თეთრაშვილი, ბექა გიგაშვილი, გიორგი ჯავახია, ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონია, გელა აფრასიძე, ლუკა მატკავა.