გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ქოჩორაშვილის პირველი ნაბიჯები სპორტინგში

გააზიარეთ

სეზონის დაწყებამდე ლისაბონის სპორტინგმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და შოტლანდიური სელტიკის წინააღმდეგ 0:2 დამარცხდა. მიუხედავად უარყოფითი შედეგისა, შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო ქართველი გულშემატკივრისთვის იყო – კლუბში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა.

24 წლის ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე გამოჩნდა. ქოჩორაშვილი აქტიურად ჩაერთო თამაშში, იბრძოდა, ცდილობდა ბურთის განაწილებას და რამდენჯერმე სახიფათო კომბინაციების შექმნაც სცადა.

თუმცა იყო პრობლემაც, ერთ-ერთი ეპიზოდისას, როდესაც სპორტინგი შეტევაში იმყოფებოდა, ქოჩორაშვილმა ბურთი დაკარგა, რაც საბოლოოდ მეტოქის მეორე გოლით დასრულდა. ეს მომენტი ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტზე გარკვეულად ნეგატიურ ჩრდილს აყენებს, თუმცა მთლიანობაში გიორგი მოედანზე თავდადებით გამოიყურებოდა.

მატჩის მიწურულს ქოჩორაშვილმა შესანიშნავი პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოდგა და სპორტინგმა საპასუხო გოლის გატანის შანსი გაუშვა ხელიდან.

გიორგიმ პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ გააფორმა – შეთანხმება 2030 წლამდეა გათვლილი. კლუბის შიგნითაც და გულშემატკივრებშიც მის მიმართ მოლოდინი საკმაოდ მაღალია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი