გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქუთაისმა ბათუმს მოუგო პირველობა გაიმყარა

გააზიარეთ

დაიწყო სუპერლიგის მერვე ტური და პირველი მატჩი ზესტაფონში გაიმართამ სადაც ქუთაისმა ბათუმს უმასპინძლა. მატჩი რიონისპირელებმა დამაჯერებლად მოიგეს – 93:76.

არადა, ბათუმელებმა შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდი – 32:20 მოიგეს. ასეთ დასაწყისს ნომინალური მასპინძლები არ ელოდნენ და ორწუთიანი შესვენების ქუთაისელებმა თამაშზე კონტროლი დაამყარეს და მეორე პერიოდი ზუსტად იმდენით მოიგეს, რამდენითაც პირველი დათმეს. შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი იყო და ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდა.

მესამე ათწუთეულმა შედარებით თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ქუთაისელები ბოლო პერიოდს სამქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. დასკვნით ათწუთეულში კი, შეუჩერებელი გახდა ქუთაისელთა ამერიკელი კაპიტანი დეტრეკ ბრაუნინგი, რომელმაც საბოლოოდ 29 ქულა და 7 პასი მიითვალა. ოკეანგაღმელ ლეგიონერთან მხარდამხარ ჩინებულად თამაშობდა ეროვნული ნაკრების კანდიდატი გიორგი სულაბერიძე, რომელმაც 19 ქულასა და 12 მოხსნას 5 პასიც მოაყოლა.

თამაში ისე ჩამთავრდა, ბათუმელებს გამარჯვების შანსი არ მისცემიათ და საბოლოოდ უიმედოდ წააგეს.

ქუთაისმა პირველი ადგილი განიმტკიცა, ბათუმი კი, ოთხი მოგებითა და სამი მარცხით მარგვეთთან და ორბთან 4-6 ადგილებს იყოფს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი