
პირველად ხდება, რომ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ არც ერთი ნახევარფინალისტი ცნობილი არ არის.
მეორე სათამაშო დღის შემდეგ ცხრილებში ისეთი ვითარებაა, პირველ ადგილზე და შესაბამისად ნახევარფინალში გასვლა არც ერთ გუნდს არა აქვს განაღდებული.
A ჯგუფი
რუსთავი-ივერიონი 92:82
(23:19; 21:27; 27:16; 21:20)
რუსთავმა ჯგუფური ეტაპი მოგებით დაასრულა. პირველ მატჩში ვსა-სთან 11-ქულიანი მარცხის შემდეგ გორის ივერიონი დაამარცხა.
რუსთაველებმა შეხვედრა მძლავრად დაიწყეს და 12:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ივერიონმა საქმე გამოასწორა, თამაში დაალაგა და დიდ შესვენებაზე ლიდერად გავიდნენ – 46:44.
რუსთაველებმა შესვენებიდან მოსაგებად მომართულები დაბრუნდნენ. ქვემოქართლელებმა თამაშზე კონტროლი დააწესეს, ლიდერობა დაიბრუნეს და დარჩენილ დროში მეტოქე ახლოს აღარ გაიკარეს.
ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. ივერიონი ვსა-ს ხვდება და 11 ქულით გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავა. რუსთავს ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვს საუკეთესო მეორეადგილოსნის რანგში, თუმცა ეს ამბავი, ცხადია, სხვა ჯგუფის მატჩებზეა დამოკიდებული.
B ჯგუფი
რაში-ორბი 90:76
(17:14; 30:21; 22:20; 21:21)
რაშმა პირველ მატჩში თსუ-სთან 19-ქულიანი მარცხის შემდეგ ორბს 14 ქულით მოუგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი არ აქვს.
ამ ჯგუფში ფავორიტი თსუ-ა, რომელიც ბოლო შეხვედრაში ორბს ეთამაშება და რომც ვერ მოუგოს, დიდი ალბათობით მაინც პირველ ადგილზე და შესაბამისად, ნახევარფინალში გავა.
C ჯგუფი
ქუთაისი-დელტა 105:68
(28:12; 20:21; 35:17; 22:18)
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ერთი ამოსუნთქვით სძლია მიმდინარე სეზონში ყველა თამაშის წამგებ გურჯაანის დელტას. კახურმა კლუბმა დუდუ დადიანის მემორიალზე, სუპრლიგაში და საკანდელიძე-ქორიაზე ჯამში 14 მატჩი წააგეს.
ქუთაისელებმა დელტას საქმე პირველივე პერიოდში მოუთავეს, რომელიც 28:12 მოუგეს. მეორე 20:21 დათმეს, თუმცა მესამეში 35:17 დაჯაბნეს და მატჩის ბედი გაარკვიეს. საბოლოოდ 37-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
ქუთაისს ბოლო ტურში გამარჯვება სჭირდება, რათა პირველ ადგილზე გავიდეს, თორემ წაგების შემთხვევაში მეორე ადგილიდან ნახევარფინალში გასვლა ფაქტობრივად განაღდებული აქვს. რა თქმა უნდა, თუ მარგვეთთან დიდი სხვაობით არ წააგებს.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 42 წუთი agoჯეიმს უორთი: მამუ მანუს მაგონებს
გააზიარეთჯეიმს უორთი საკალათბურთო სამყაროში ცნობილი ფიგურაა. დიდების დარბაზის წევრი მსუბუქი ფორვარდი 1982-94 წლებში ლეიკერსის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 3 საათის agoმამუ ჩაგდებული სამქულიანებით ლიდერებში მოხვდა
გააზიარეთNBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე გუნდებმა გასახურებელ მატჩებს მართავენ. სანდრო მამუკელაშვილმა და ლოს ანჯელეს ლეიკერსმა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჩოგბურთი
/ 3 საათის agoბასილაშვილმა ჩილიჩს მოუგო და მერვედფინალშია
გააზიარეთალმატის საჩოგბურთო ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 34 წლის ბასილაშვილმა პირველ წრეში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი