გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიამ და ბარსამ ევროლიგაზე იმარჯვეს

გააზიარეთ

ევროლიგის მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მეოთხე გამარჯვება მიითვალა. კატალონიელებს სამი მარცხიც აქვთ და ამ დროისთვის მეშვიდე ადგილზე არიან, მაგრამ ლიდერებთან ახლოს.

ბოლო ტურში ესპანურმა კლუბმა დიდი ბრძოლა გადაიტანა იტალიურ მილანთან, მაგრამ მაინც მოუგო – 74:72. უნდა ითქვას, რომ მილანელმა შევონ შილდსმა ზედ საფინალო სირენასთან ერთად ნასროლი სამქულიანი ააცილა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 28:37 დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თოკომ რვიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში მხოლოდ ორი დაკარგვა ჰქონდა. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და მცირედით ჩამორჩა ვილ კლაიბერნსა (16) და ტომაშ სატორანსკის (16).

კატალონიელები მომდევნო ტურში, 31 ოქტომბერს, ბელგრადში, პარტიზანს გაეჯიბრებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი